მარიამს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ჟურნალისტობა სურს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ გადაწყვიტა. მისი თქმით, საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
თამარს ადვოკატობა გადაუწყვიტავს! აპირებს სწორედ ამ განხრით გააგრძელოს სწავლა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება კითხვა უყვარს, რადგან, მისი აზრით, საჭიროა ის ზოგადი განათლებისთვის. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ონლაინ სწავლებაში ძალიან დაეხმარება.
ლუკას სამომავლო პროფესია ჯერ არ გდაუწყვეტია, თუმცა საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, ფიზიკა კი არ უყვარს. გიორგის საყვარელი საგნები კი მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, სპორტი და ქართულია. დანარჩენ საგნებს კი ვერ იგებს და ამიტომ ნაკლებად უყვარს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს თემების წერა, რადგან მისთვის ძალიან საინტერესო და სააზროვნო პროცესია.
თამარს უნდა იურისტი გამოვიდეს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. სკოლის საგნებიდან, როგორც გვიყვება, ქართული, ინგლისური და ისტორია უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება.
ბიჭიკოს ძალიან უყვარს მუსიკა. როგორც გვიყვება, რამდენიმე მუსიკალურ საკრავზეც უკრავს. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. აპირებს ინტერნეტი სასწავლო რესურსად და საკონტაქტოდ გამოიყენოს.
თეონას დიზაინერობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს ხშირად ხატავს და საკუთარ ტანსაცმელს რედიზაინს უკეთებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ანზორიმ ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა პროფესიის გამოვა მომავალში. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს რაც შეეხება, ძალაინ უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.
სოფოს საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა უყვარს. ჯაბა კი ვარჯიშით არის დაკავებული. ჯერ არ იციან, რა პროფესიას აირჩევენ სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვთ.
ალდონასთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა უპირატესობას მაინც ქართულს და ინგლისურს ანიჭებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტი უკვე აირჩია - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრზელებას. „ჩემს მშობლებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ რეპეტიტორებთან ვიარო, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ გავიღრმავო ცოდნა შეძლებისდაგვარად“ - გვიყვება ალდუნა.
„სწავლის გასაგრძელებლად არჩეული მაქვს გორის სამხედრო აკადემია, რადგან ძალიან მომწონს სამხედრო სფერო და მინდა ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე. მე შევძლებ როგორც ინტელექტუალურ ისე ფიზიკურ აქტივობებში აქტიურად ჩართვას და შევძლებ სამხედრო ცხოვრების უფრო კარგად შესწავლას“ - გვიყვება ინნა სამომავლო გეგმებზე. თავისუფალ დროს ლექსების კითხვა და ხატვა უყვარს, რადგან ეს განტვირთვაში ძალიან ეხმარება. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და მეგობრებთან საკონტაქტოდ გამოიყენოს.
ნათიას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართული უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.
ანიმ და ქეთევანმა მომავალი პროფესია უკვე აარჩიეს - ორივეს ექიმობა სურს! სწორედ ამიტომ ორივე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. მომავალი პროფესიიდნ გამომდინარე, გასაკვირიც არაა, რომ სკოლაში განსაკუთრებით ქიმია და ბიოლოგია იტაცებთ. რაც შეეხება ინტერნეტს, ორივე ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში და ცნობიერების გაღრმავებაში ძალიან დაეხმარება.