მოსწავლეები

ჩართულია
ირაკლი (15)

ირაკლიმ ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს. რაც შეეხება სხვა გატაცებებს, როგორც გვითხრა, პოეზია იტაცებს და ხშირად კითხულობს სხვადასხვა მწერლების ლექსებს.

ჩართულია
ავერიონი (16) და მედეა (18)

ავერიონის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, მათემატიკას კი ვერ იგებს და ამიტომ არ უყვარს. რაც შეეხება სმომავლო პროფესიას, აპირებს ხელოსანი გამოვიდეს. მედეას კი ფარმაცევტობა სურს! როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს თავისუფალ დროს წიგნების კითხვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგის სურს უნივერსიტეტში სწავლა მენეჯმენტის განხრით გააგრძელოს. უნივერსიტეტიც უკვე აირჩია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება! ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატერება და წიგნების კითხვა, განსაკუთრებით კი დეტექტიური და სამეცნიერო ფანტასიკის ჯანრი იზიდავს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრ მისთვის საჭირო ინფორმაციის მარტივად მოძიებაში დაეხმაება.

ჩართულია
ნათელა (16)

ნათელას ჯერ არ აურჩევია თავისი მომავალი პროფესია, თუმცა როგორც გვითხრა, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად გეგმავს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა იტაცებს. სკოლის საგნებს რაც შეეეხება, ყველა უყვარს, მაგრამ გამორჩეულად მაინც ისტორია და სამოქალაქო განათლება იტაცებს.

ჩართულია
ქეთი (15)

ქეთის ხატვა ძალიან უყვარს! როგორც გვიყვება, სამხატვრო სკოლაშიც დადის და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ ხატვას უთმობს. მომავალი პროფესიაც უკვე აირჩია - დიზაინერობა სურს! მისი თქმით, ინტერნეტის ქონის შემთხვევაში აქტიურად დაესწრება ონლაინ გაკვეთილებს და სხვადასხვა დავალებებსაც ადვილად შეასრულებს.

ჩართულია
ლუკა (14)

ლუკასთვის არ არსებობს ისეთი საგანი სკოლაში, რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც მათემატიკა იტაცებს. თავისუფალ დროს კი სხვადასხვა ლიტერატურას კითხულობს, რადაგან მისი აზრით, ეს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მართალია ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ან რა განხრით გააგრძელებს სწავლას, მაგრამ ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავალა გადაწყვეტილი აქვს! მისი თქმით, სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და ყველას ერთანირი მონდომებით სწავლობს. თავისუფალ დროს კი ძირითადად ფეხბურთის თამაშს უთმობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძალიან დაეხმარება ყველაფერში, განსაკუთრებით კი სწავლაში.

ჩართულია
თამარი (17)

თამარს სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნვერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. უყვარს კითხვა, თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას უთმობს. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს ონლაინ სწავლებისთვის აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (18)

„მიყვარს ისტორია და ხელოვნება რადგან ისტორია გვასწავლი ჩვენს წარსულს და ეს საინტერესოა. ხელოვნებით კი ყოველთვის გატაცებული ვიყავი.“ - გვიყვება მარიამი. თავისუფალ დროს ძირითადად ხატვით და წიგნების კითხვით არის დაკავებული. სამომავლო პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩია და ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნანა (17) და ნონა (18)

ნანას სურს რუსულის მასწავლებელი გამოვიდეს! სკოლაშიც განსაკუთრებით რუსული უყვარს. უნივერსიტეტშიც სწავლის გაგრძელებას სწორედ ამ განხრით აპირებს. ნინოს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია და ბიოლოგიაა. მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეს, განსაკუთრებით კი ონლაინ გაკევეთილებისთვის.

ჩართულია
ნათია (16) და ანა (17)

ნათაიას მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - კონდიტერობა სურს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული, ისტორია და ქიმია უყვარს. ანას კი ადვოკატობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ხატვა იტაცებს. როგორც გვიყვება, ხატვა განტვირთვაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
რაული (17)

რაულის უნდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვიდეს! ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრს ვარჯიშობს. როგორც გვიყვება, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ ფეხბურთის თამაშს უთმობს. აპირებს, ინტერნეტი საჭირო ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენოს.