მარიამს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. ამის გარდა, ძალიან უყვარს თავისუფალ დროს ხატვა, კითხვა და სხვადასხხვა საინტერესო ფილმის ყურება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში და საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
მარიამს სურს სწავლა მენეჯმენტის განხრით გააგრძელოს! მისი თქმით, არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს კი კითხვა და მუსიკების მოსმენა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
გოჩას სკოლაში ყველა საგანი ძალიან უყვარს და აინტერესებს, თუმცა განსაკუთრებით ქართული და ისტორია იტაცებს. თავისუფალ დროს კი ხატვით არის დაკავებული, როგორც გვიყვება, ძალიან კაარგადაც გამოსდის ეს საქმე. სამომავლო პროფესია ჯერ ვერ გადაწყვიტა, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალაინ დაეხმარება.
რუსლანის მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა როგოც გვიყვება, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი.
ეკას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და რუსულია. ლიკას კი სურს სწავლა სამართალზე გააგრძელოს, მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ახალი ინფორმაციების მოძიება უყვართ, რაშიც ინტერნეტი ძალიან დაეხმარებათ.
თეას მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - სურს პედაგოგი გამოვიდეს! აპირებს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს, რადგან ფიქრობს, რომ ერთ - ერთი კარგი უნვერსიტეტია საქართველოში. ძალიან უყვარს თავისუფალ დროს კითხვა და ფორტეპიანოზე დაკვრა. აპირებს, ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და საინტერესო ინფორმაციებს მოსაძიებლად გამოიყენოს.
ნანას სურს დიზაინერი გამოვიდეს! როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს და აინტერესებს. თავისუფალ დროს ვარჯიშით არის დაკავებული. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაცის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
„ყველა საგანი მიყვარს და ყველას სიამოვნებით ვსწავლობ.“ - გვიყვება ლოლიტა. თავისუფალ დროს ხატვა და კითხვა იტაცებს. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, ჯერ კიდევ ფიქრობს და ჯერ ვერ გადაწყვიტა თუ რაზე სურს სწავლის გაგრძელება, თუმცა ფიქრობს, რომ სწავლაში ინტერნეტი ძალიან დაეხმარება.
ლიზის მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა, თუმცა დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ახრეხებს ამას. მისი თქმით, ინტერნეტის დახმარებით ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოძიებას და რა თქმა უნდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას ახერხებს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ილიას ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. როგორც გვიყვება, ჯერ არ აქვს არჩეული, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში და ინფორმაციის მოძიებაში ძალიან ეხმარება.
ლუკას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, სპორტი და ქართულია. ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა კი არ უყვარს. მართალია, ჯერ არ აქვს არჩეული, რა პროფესიის გამოვა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ინტერნეტი ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით კი ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში.
ანანოს მომავალ პროფესიად მსახიობობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს სწორედ ხატვას უთმობს. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და ბიოლოგიაა. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ იგი ბევრ რამეში დაეხმარებოდა, პირველ რიგში კი ახალი ინფორმაციების მისაღებად და საკომუნიკაციოდ.