მოსწავლეები

ჩართულია
ნუნუ (17) და სოფიო (16)

ნუნუს საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. მომავალი პროფესია უკვე აირჩია - ქორეოგრაფობა სურს! სოფიოს კი ჯერ ვერ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის სურს, რომ გამოვიდეს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თვლის, რომ ინტერნეტი დღეს ძალიან საჭიროა ყველასთვის და თავად მასაც ბევრ რამეში ეხმარება.

ჩართულია
ნინო (16) და ქეთი (17)

ნინოს ქორეოგრაფობა სურს! თავისუფალ დროს ხშირად ცეკვავს და ხატავს. როგორც გვიყვება სკოლის საგნებიდან განსაკუტრებით ქართული უყვარს. ქეთის კი ინგლისურ ფილოლოგიაზე სურს სწავლის გაგრძელება, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას უთმობს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით ონლაინ სწავლებისთვის იყენებს ძირითადად.

ჩართულია
გოგა (16)

გოგას მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა როგორც გვიყვება სკოლაში განსაკუთრებით ქართული და გეოგრაფია უყვარს. „ გეოგრაფია მომწონს, კონკრეტულად რუკაზე მუშაობა, კლასგარეშე წიგნები ძველ ტომებზე და ფილმების ყურება.“ - გვიყვება გოგა. ინტერნეტი ონლაინ სწავლებისთვის და გასართობად ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ანა (15)

ანას სურს ინგლისურის მასწავლებელი გამოვიდეს! ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში განსაკუთრებით ინგლისური უყვარს, თუმცა როგორც თავად გვითხრა, ყველა სგანს ერთნაირი მონდომებით სწავლობს. მისი თქმით, ინტერნეტი დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ნინო (16)

ნინოს საყვარელი საგანი სკოლაში ბიოლოგიაა, რადგან მისთვის ბევრ საინტერესო ინფორმაციის იღებს. მათემატიკა კი არ უყვარს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ბუნებაში სეირნობა და განტვირთვა. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა ინტენეტის გამოყენებას სწორედ სწავლისთვის აპირებს.

ჩართულია
მაია (18)

მაია აბიტურიენტია და აქტიურად ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, რაშიც ინტერნეტი ძალიან ეხმარება. აპირებს ადვოკატი გამოვიდეს, მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძირითადად ხატვა და წიგნის კითხვა იტაცებს.

ჩართულია
გიორგი (17) და მიშიკო (16)

გიორგისთვის ვარჯიში ცხოვრების ნაწილია. თავისუფალ დროს ძირითადად ვარჯიშს უთმობს. სკოლაშიც მისი საყვარელი საგანი სწორედ სპორტია, თუმცა გეოგრაფიას და ისტორიასაც მსგავსი ინტერესით სწავლობს. მიშიკოს მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლასი განსაკუტებით მათემატიკა უყვარს, რდგან მარტივად ითვისებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ქეთი (17)

ქეთის ფსიქოლოგობა სურს! თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. ძალიან უყვარს თავისუფალ დროს კითხვა და ფილმების ყურება. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ონლაინ სწავლებაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ქეთევანი (15)

ქეთევანს კითხვა ძალიან უყვარს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია და ინგლისურია. ჯერ არ მოუფიქრებია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა აპირებს, რომ ინტერნეტი ძირითადად სასწავლო რესურსად გამოიყენოს.

ჩართულია
რობიკო (15)

რობიკოს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. როგორც თავად გვიყვება, საოჯახო საქმეებშიც აქტიურად არის ჩართული. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით სპორტი, ისტორია და ბიოლოგია უყვარს. აპირებს, ინტერნეტი ონლაინ სწავლებისთვის და საინტერესო ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ირინა (15)

ირინამ მომავალი პროფესია უკვე აირჩია - დაწყებითი კლასების მასწავლებელი სურს გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ერთობა. აპირებს, ინტერნეტი ძირითადად ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ელენე (15)

ელენეს მეგობრებთან თავისუფალი დროის გატარება უყვარს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს. ფიქრობს, ინტერნეტი საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში ძალიან დაეხმარება.