მოსწავლეები

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის უყვარს კითხვა. „მომწონს ახალი რამის გაგება და კითხვა ძალიან მამშვიდებს.“ ფიქრობს, რომ ინტერნეტს მრავალ გამოყენებას უპოვის - განსაკუთრებით კი სწავლაში გამოადგება. პროფესია ჯერაც არ აურჩევია, სკოლაში ყველა საგანი მოსწონს.

ჩართულია
ეკატერინე (17)

ეკატერინე აპირებს, პოლიციელი გამოვიდეს - ეს მისი ბავშვობის ოცნებაა! ეკატერინემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სამართალმცოდნეობა აინტერესებს, მუდმივად ცდილობს კანონები დამოუკიდებლად ისწავლოს და განსაკუთრებით გაუხარდა კომპიუტერი და ინტერნეტი, რადგან ახლა შეძლებს უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოს ამ მიმართულებით.

ჩართულია
ლუკა (17)

ლუკა სურს მანქანების ხელოსან გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართული და მათემატიკა უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძირითადად ბებიას ეხმარება ბოსტანში. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ონლაინ სწავლებისთვის აქტიურად გამოიყენებს.

ჩართულია
თამაზი (16)

თამაზის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგანი ისტორიაა. როგორც გვიყვება, ძალიან სიამოვნებს და ეამაყება ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაცნობა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს როგორც სასწავლად, ისე გასართობადაც გამოიყენოს.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგის აზრით, მოსწავლეები ყველა საგანს თანაბრად მონდომებით უნდა სწავლობდნენ, რადგან ფიქრობს, რომ ყველა საგანი ძალიან საჭიროა. მიუხედავად ამისა, გამორჩეული საგნები მაინც აქვს - ძალიან უყვარს ქართული და ისტორია, რადგან მოსწონს როგორც საქართველოს და მსოფლიოს ისტორია, ასევე ლიტერატურაც. როგორც გვიყვება, ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობს და აპირებს, სკოლის დასრულების შემდეგ სამხდრო განათლება მიიღოს. ფიქრობს, რომ როცა ინტერნეტი გაქვს, ბევრად უფრო მარტივია ყველაფერი. აპირებს, ინტერნეტი ძირითადად ინფორმაციის მოსაძებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ნიკა (15) და ქეთევანი (16)

ნიკას თქმით, არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა... ქეთევანს სურს სწავლა საბანკო და საფინანსო განხრით გააგრძელოს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს. მისი თქმით ინტერნეტი ბევრ რამეში დაეხმარება, პირველ რიგში კი სწავლაში.

ჩართულია
ნანა (15)

ნანას გატაცებაა სიმღერა. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში უყვარს ქართული და ბიოლოგია. ინტერნეტს სასწავლო პროცესში გამოიყენებს.

ჩართულია
რუსუდანი (17)

რუსუდანს ძალიან უყვარს თემების წერა - სიამოვნებს, როცა საზოგადოებისთვის საკუთარ აზრს გამოხატავს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის და ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. აპირებს, გამოვიდეს ექთანი.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს ფოტოგრაფობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს სწორედ ფოტოგრაფიას და ცხენზე ჯირითს უთმობს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული, ისტორია და ინგლისური უყვარს, რადგან ძალიან ემარტივება. აპირებს, ინტერნეტის ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ჯემალი (16)

ჯემალს ვარჯიში ძალიან უყვარს. მისი თქმით, ის საჭიროა ორგანიზმის სიჯანსაღისთვის და სწორედ ამიტომ ხშირად ვარჯიშობს. აპირებს სპეცრაზმელი გამოვიდეს! მისი საყვარელი საგნები კი სკოლაში გეოგრაფია და ქართულია.

ჩართულია
ცირა (16)

ცირას სურს პოლიციელი ან სამხედრო გამოვიდეს! როგორც გვიყვება, სკოლაში ძალიან უყვარს ქიმია. ფიქრობს, რომ ინერნეტი პირველ რიგში სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლში ქართულია. ფიზიკა კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. სურს მანიკურის მასტერი გამოვიდეს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლის მიზნით გამოიყენებს.