ნიკას ძალიან უყვარს საბუნებისმეტყველო ლიტერატურის კითხვა. ფიქრობს, რომ მომავალში იურისტი გამოვა. სკოლაში განსაკუთრებული სიამოვნებით გეოგრაფიას, ქართულსა და მათემატიკას სწავლობს.
„ვაპირებ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში ჩაბარებას, რადგან იაპონია ჩემი ოცნების ქვეყანაა, ცენტრი კი საშუალებას მომცემს, ვისწავლო ამ კულტურის შესახებ." ნინო ფიქრობს, რომ თარჯიმანი გამოვა - ახალი ენების სწავლა ძალიან უყვარს.
„ჩემ თავს მომავალში ვხედავ როგორც წარმატებულ ადვოკატს.“ - გვიყვება დიანა. ამიტომ სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ცეკვა და კითხვა, რადგან ორივე განტვირთვაში ეხმარება. მისი თქმით, ინტერნეტი ეხმარება როგორც საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ასევე ინფორმაციის მოსაძიებლად და გასართობად.
თიკას მზარეულობა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროს სამზარეულოში, სხვადასხვა კერძების მომზადებაში ატარებს. აპირებს სამომავლო პროფესიადაც სწორედ მზარეულობა აირჩიოს. ინტერნეტს რაც შეეხება, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ნაზიმ მომავალი პროფესია უკვე აარჩია - სტილისტობა სურს! სკოლაში განსაკუთრებით სპორტი უყვარს. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად დროის გატარება იზიდავს. მარიამს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. როგორც გვიყვება, მისი საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. მატემატიკა და ფიზიკა კი არ უყვარს, რადგან კარგად ვერ იგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძირითადად ონლაინ სწავლებაში დაეხმარება.
ელგუჯას სამომავლო პროფესიად არქიტექტორობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა და ქიმია უყვარს. აპირებს ინტერნეტი სასწავლო რესურსად გამოიყენოს.
ალექსანდრეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა, რადგან განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თავისუფალ დროს ფეხბურთით არს დაკავებული. რაც შეეხება ინტერნეტს, როგორც გვიყვება, ძირითადად სწავლაში ეხმარება.
მალხაზის ჯარისკაცობა გადაუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული და ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. მარიმს კი მზარეულბა სურს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით კი სასკოლო დავალებების შესრულებაში და ინფორმაციის მოძიებაში.
ალექსანდრეს სურს კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა იტაცებს, თუმცა როგორც გვითხრა, არ არსებობს ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. თეკლას ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფესიის გამოვა. თავისუფალ დროს დეტექტიური ჟანრის ფილმების ყურება უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასკოლო დავალებების გასაკეთებლად და ახალი ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენებს.
მარიამს სურს სტილისტი გამოვიდეს. როგორც გვიყვება, მისთვის არ არსებობს ისეთი საგანი სკოლაში რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს მზარეულობა იტაცებს, რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, ძირითადად სასწავლებლად გამოიყენებს.
მარის საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია, ქიმია და ისტორიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა როგორც გვიყვება, ინტერნეტს სწორედ სასწავლებლად გამოიყენებს.
გიორგის უნდა ინჟინერ-გამომგონებელი გამოვიდეს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და თავისუფალ დროს სწორედ მას უთმობს. თამარს სამომავლო პროფესიად ფსიქოლოგია გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს. აპირებს, ინტენეტი ფორმალური და არაფორმალური განათლების მისაღებად გამოიყენოს.