ალექსანდრეს ცეკვა ძალიან უყვარს, თავისუფალ დროს სწორედ მას უთმობს. სამომავლო პროფესიად იურისტობა გადაუწყვიტავს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ონლაინ სწავლებაში ძალიან დაეხმარება.
მერაბს ჯერ არ აურჩევია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს მცენარეების მოვლა და წიგნების კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ვახტანგს იურისტობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძირითადად ვარჯიში და ახალი ინფორმაციების და გამოცდილების მიღება უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება. აპირებს, ინტერნეტი სწავლისათვის გამოიყენოს.
ზაქარიას ჯერ არ აურჩევია მომავალი პროფესია, თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. თავსუფალ დროს მანქანების შეკეთება იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და სასწავლებლად გამოიყენოს.
ბექას მომავალი პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. მისი თქმით, არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ვარჯიშით არის დაკავებული. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს სასწავლებლად და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს.
ამირანს ყველა სკოლის საგანი ძალიან უყვარს და ყველას თანაბრად სწავლობს. მომავალში ჯარისკაცობას აპირებს. როგორც გვიყვება ძალიან უყვარს ადამიანების დახმარება. რაც შეეხება ინტერნეტს, ძირითადად ონლაინ გაკვეთილებისთვის აპირებს გამოყენებას.
ჯემალს მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, იურიდიულსა და ბიზნესის ადმინისტრირებას შორის აპირებს არჩევანის გაკეთებას. სკოლაში განსაკუთრებით ისტორია და ქართული უყვარს, რადგან მნიშვნელოვან და საინტრესო საგნებად მიიჩნევს. ფიქროს, ინტერნეტს ძირითადად სასწავლებლად გამოიყენებს.
ალექსანდრეს სურს ჯარისკაცი გამოვიდეს. როგორც გვიყვება, მისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ძირითადად ონლაინ სწავლებისთვის გამოიყენებს.
ნიკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული, ბიოლოგია და სპორტი უყვარს. როგორც გვიყვება, ინტერნეტს ძირითადად ონლაინ გაკვეთილებისთვის იყენებს.
გიგას სამომავლო პროფესია იურისტობაა! თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. მისთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა მაინც გამოარჩევდა ქართულს, მათემატიკას და ისტორიას, რადგან ყველაზე მინშვნელოვან და საინტერსო საგნებად მიიჩნევს. „ინტერნეტს პირველ რიგში ვიყენებ ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად ,შემდეგ საჭირო ,საინტერესო და მნიშვენლოვანი ინფორმაციების მოსაძიებლად.“ - გვიყვება გიგა.
ეკატერინეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ძირითადად ვარჯიშით არის დაკავებული. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, სწავლაში ძალიან ეხმარება.
ირმას სურს საჯარო მმართველობაზე გააგრძელოს სწავლა, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არჩეული არ აქვს. როგორც გვიყვება, მისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს, რადგან ყველა საგანს ერთთნაირი მონდომებით სწავლობს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა იტაცებს, რადგან მისი თქმით, ამ დროს სიამოვნებას იღებს და ამასთან ცოდნასაც იძენს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.