თინიკოს მომავლი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ექიმობა, კერძოდ კი კარდიოლოგობა სურს! აპირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგან მიიჩნევს, რომ იქ განვითარების და სწავლის მაღალი დონეა. თავისუფალ დროს კულინარია იტაცებს, თვლის რომ ეს საქმე კარგადაც გამოსდის. რაც შეეხება ინტერნეტს, ონლაინ სწავლებისთვის და ინფორმაციის მოსაძიებლად ძალიან სჭირდება.
ვალერის სურს მზარეული გამოვიდეს, ამიტომ აპირებს სწავლა საქართველოს კულინარიის აკადემიაში გააგრძელოს. თავისუფალ დროსაც ძირითადად კულინარიას უთმობს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ფიზიკა და ქართული უყვარს. ფიქრობს, ინტერნეტს განათლების მისაღებად გამოიყენებს.
ვანიკოსთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა საგანი მნიშვნელოვანია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლო, თუმცა თვლის, რომ ინტერნეტი, სწავლაში ძალიან ეხმარება.
ანის კულინარია ძალიან უყვარს, სამომავლო პროფესიადაც სწორედ მის არჩევას აპირებს. მისი ამ გატეცების გამო, თავისუფალ დროს ძირითადად სულ სამზარეულოში ატარებს ან კითხულობს. ინტერნეტს რაც შეეხება, ძირითადად სამეცადინოდ და ონლაინ ბიბლიოთეკისათვის სჭირდება.
„ძალიან მიყვარს თავისუფალ დროს კითხვა ინგლისურ ენაზე და კალათბურთის თამაში, რადგან კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია.“ - გვიყვება გიორგი. ფიქრობს, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელოს კვების ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მიმართულება ამ უნივერსიტეტში კარგად ისწავლება. აპირებს, ინტერნეტი სასწავლებლად გამოიყენოს.
მარიამისთვის არ არსებობს სკოლაში არცერთი საგანი, რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც მათემატიკა, ინგლისური და ქართული იტაცებს. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, ფიქრობს, რომ მისი საშუალებით ბევრ რამეს სწავლობს. მისი თქმით, ინტერნეტი უპირველესად ონლაინ სწავლებისთვის გამოადგება. თამარმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა პროფესიას აირჩევს სამომვლოდ, თუმცა თვლის, რომ ინტერნეტი ძალიან დაეხმრება სწავლაში. თავისუფალ დროს ძირითადად ფილმების ყურება უყვარს, მისი თქმით, ბევრ რამეს სწავლობს სხვადასხვა ჟანრის ფილმებიდან.
ნათიას მომავალი პროფესია ფსიქოლოგიაა. აპირებს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ცეკვა, კითხვა და მუსიკის მოსმენა, რადგან ეს ყველაფერი განტვირთვაში ეხმარება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად და სოციალური ქსელებისთვის გამოიყენებს.
გიორგის ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს, ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენოს.
თათიამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, მათემატიკა და ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს ვარჯიშით არის დაკავებული, რადგან ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასწავლად და საკომუნიკაციოდ გამოიყენებს.
ნიკას ლიტერატურის კითხვა უყვარს - ფიქრობს, რომ ცხოვრებაში გამოადგება. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს და რას ისწავლის, თუმცა ფიქრობს, რომ არჩევანის გაკეთებაში ინტერნეტიც დაეხმარება.
ბექამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. ძალიან უყვარს ხატვა და მუსიკა, თავისუფალ დროს სწორედ მათ უთმობს. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და სასწავლად გამოიყენოს.
ლელას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი სააგნები ისტორია და ქართულია. თავისუფალ დროს ცდილობს ძირითადად ხელოვნებით დაკავდეს. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს, ონლაინ სწავლებისათვის გამოიყენოს.