მოსწავლეები

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება ისტორიის მიმართულებით. აპირებს, მასწავლებელი გამოვიდეს ამ საგნის და შემდგომ უკვე ლექტორიც. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ხატვა, თავისუფალ დროს სწორედ მას უთმობს და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის.

ჩართულია
ვალერი (16)

ვალერის სამომავლო პროფესიად ფეხბურთელობა გადაუწყვიტავს! როგორც თავად გვიყვება, ძალიან უყვარს ეს სპორტი და ამიტომ ხშირად თამაშობს და ვარჯიშობს. სკოლაში სპორტთან ერთად, ქართული, ქიმია და მათემატიკაც უყვარს. აპირებს, ინტერნეტი სასწავლებლად და მეგობრებთან საკონტაქტოდ გამოიყენოს.

ჩართულია
რუსუდანი (16)

რუსუდანის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, გეოგრაფია და ინგლისურია. თავისუფალ დროს ხატვით არის დაკავებული. ჯერ არ აქვს არჩეული, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
თამთა (15)

თამთას სამომავლო პროფესია ჯერ ბოლომდე არჩეული არ აქვს. ადვოკატობას, ბუღალტრობას ან მასწავლებლობას აპირებს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს სწავლა და ახალი ინფორმაციების გაგება, ამიტომ თავისუფალ დროს ძირითადად სწავლას უთმობს. მისი თმით, ინტერნეტსაც სწორედ ახალი ინფორმაციების მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
მახარე (15)

მახარეს სურს ჯარისკაცი გამოვიდეს! სკოლაში გეოგრაფია, ქართული, ბიოლოგია და ინგლისური განსაკუთრებით უყვარს. თავისუფალ დროს კი ფეხბურთს თამაშობს. აპირებს, ინტერნტი დამატებითი მასალების მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ირინა (16)

ირინას საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია, რადგან ძლიან მოსწონს. თავისუფალ დროს მუსიკების მოსმენა და კითხვა იტაცებს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწორეს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ხატია (17)

ხატიას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. მისი საყვარელი საგანი ისტორიაა, რადგან საინტერესო საგნად მიიჩნევს. განტვირთისთვის წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, სწავლისთვის და ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი ოცნებობს ექიმი გახდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართული, სამოქალაქო განათლება და ბიოლოგია უყვარს, რადგან ემარტივება ეს საგნები. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს, სასწავლად და ახალი ინფორმაციიების მისაღებად გამოიყენს.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს სურს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს! როგორც გვიყვება, არ არსებობს მისთვის არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა იტაცებს, რადგან კითხვა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროსაც ძირითადად კითხულობს. აპირებს, ინტერნეტი ახალი ინფორმაციების მისაღებად გამოიყენოს.

ჩართულია
ზვიადი (17)

ზვიადს იურისტობა სურს! თუმცა ჯერ არ აურჩევია, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. როგორც გიყვება, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ამიტომ ცდილობს თავისუფალ დროს ივარჯიშოს და ფორმა არ დაკარგოს. აპირებს, ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურად დასასწრებად გამოიყენოს.

ჩართულია
სალომე (15) და ლუკა (16)

სალომეს სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია და ქართული უყვარს, რადგან აინტერესებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფსიას აირჩევს სამომავლდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ლუკას უცხო ენები აინტერესებს. ჯერ არ იცის, რა გამოვა მომავალში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (17)

„როდესაც მეცადინეობით არ ვარ დაკავებული, ვკითხულობ წიგნებს. ძალიან მიყვარს, რადგან ვიღებ ცოდნას, ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ცხოვრების სტილს,მწერლებს და ა.შ“ - გვიყვება მარიამი. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - აღმოსავლეთმცოდნე სურს გამოვიდეს! სწორედ ამიტომ აპირებს, საქართველოს უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა ამ განხრით. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრ რამეში დაეხმარება, განსაკუთრებით კი ონლაინ სწავლებაში და ახალი ინფორმაციის მოძიებაში.