ნანულის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფსიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა უნდა. მისი თქმით, არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს, თუმცა გამორჩეულად ქართული და ბიოლოგია იტაცებს. თავისუფალ დროს კითხვა, ცეკვა და ფილმების ყურება უყვარს. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს.
"გეგას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და სამოქალაქო განათლებაა. ფიქრობს, რომ ორივე საგანი საინტერესო და მნიშვნელოვანია. სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - პოლიციელობა სურს! რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს დეტეტიური ჟანრის წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენა, მისი თქმით, განტვირთვაში ძალიან ეხმარება. "
ქეთას ძალიან უყვარს უცხო ენების შესწავლა, ამიტომ სურს, მისი სამომავლო პროფესიაც უცხო ენებს დაუკავშიროს. თავისუფალ დროს კითხვა და მუსიკების მოსმენა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, სასწავლად და საკომუნიკაციოდ ძალიან ეხმარება.
რომეოს საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი და ქართულია. ცდილობს თავისუფალ დროს ბევრი ივარჯიშოს, რათა ორგანიზმი არ მოადუნოს. ფიქრობს, მომავალი პროფესიაც სწორედ სპორტს დაუკავშიროს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი აზრით, სწავლაში და დამატებითი ინფრმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის სურს კომპიუტერული ინჟინერია შეისწავლოს უნივერსიტეტში. არჩევანის გაკეთბას კი თბილისის სახელმწიფო ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის აპირებს. როგორც გვიყვება, დაკავებულია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ამიტომ ხშირად ვარჯიშობს. ინტერნეტს კი ძირითადად ონლაინ სწავლებისთვის იყენებს.
ქეთევანს დიზაინერობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს სწორედ ხატვა და კერვა იტაცებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ლიტერატურის კითხვაც ძალიან უყვარს. მარიამს კი ჯერ არ გადაუყვეტია, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. სკოლაში განსაკუთრებით ქიმია უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ნიკოლოზს სამომავლო პროფსია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია უყვარს, რადგან თვლის, რომ ძალიან საინტერესო საგანია. თავისუფალ დროს რაც შეეხბა, ძირითადად დეტექტიური ჟანრის რომანების კითხვა იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი სასწავლად და გასართობად გამოიყენოს.
ბუკა ფიქრობს, რომ სამართალზე გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს. სკოლის საგნებიდან ისტორია, ქართული და ინგლისური უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ონლაინ სწავლებაში ძალიან დაეხმარება.
ნადიას ფსიქოლოგობა გადაუყვიტავს! უნივერსიტეტი კი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს. ფიქრობს, რომ საბოლოო არჩევანს ილიას ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის გააკეთებს, რადგან წარმატებულ უნივერსიტეტებად მიიჩნევს და ჯერა, რომ რომელიმეში მოხვედრის შემთხვევაში წარმატებული მომავალი ექნება. თავისუფალ დროს ძირითადად დეტექტიური ფილმების ყურება და კითხვა უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ვერიკოს თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება დაუსახავს მიზნად, სამომავლოდ კი ჟურნალისტობას აპირებს! „მიყვარს კითხვა და წერა. კითხვა იმიტომ, რომ კითხვის დროს ვსწავლობ ახალ და საინტერესო რაღაცეებს, ვვითარდები და შემიძლია უკეთ აზროვნება. წერა იმიტომ, რომ წერის დროს გადმოვცემ ჩემს გრძნობებს და ეს მსიამოვნებს.“ აპირებს, ინტერნეტი სასკოლო დავალებებისთვის, წიგნებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად, მეგობრებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს.
ლეილას თარჯიმნობა გადაუწყვეტია! თავისუფალ დროს სამზარეულოში ფუსფუსი უყრვარს - კულინარია ბავშვობიდან იტაცებდა. უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, თუმცა ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. ფიქრობს, რომ მომავალი პროფესიისთვის განსაკუთრებით გამოადგება ქართული, ინგლისური, და რუსული, ამიტომ ამ ენებს განსაკუთრებული მონდომებით სწავლობს.
ელენეს მომავალ პროფესიად ადვოკატობა გადაუწყვიტავს! აპირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან მოსწონს სწავლების დონე. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოს.