მოსწავლეები

ჩართულია
გიორგი (16) და ზურაბი (17)

გიორგის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორია. თავისუფალ დროს კი ვარჯიში უყვარს. ზურას საყვარელი საგანი კი გეოგრაფიაა, რადგან ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. ჯერ არ აურჩევია სამომავლო პროფესია, თუმცა სწავლის გაგარძელება უნივერსიტეტში ძალიან უნდა.

ჩართულია
თამარი (16)

თამარს პროფესია უკვე არჩეული აქვს - ტანსაცმლის დიზაინერობა სურს. სკოლის საგნებიდან, როგორც გვიყვება, ინგლისური, ისტორია და ხელოვნება უყვარს განსაკუთრებით, ქიმია და ფიზიკა კი არ მოსწონს, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს კი ყველაზე მეტად ხატვა და კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ონლაინ სწავლებისთვის და ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
ლელა (16)

ლელას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ. ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს ძირითადად მას უთმობს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ინგლისური, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია და სპორტი უყვარს, რადგან განსაკუთრებით ემარტივება ეს საგნები. ფიქრობს, ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს

ჩართულია
ნათია (17)

ნათიას ფილოლოგობა გადაუწყვიტავს! მართალია ჯერ უნივერსიტეტი არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, მისი თქმით ამის დახმარებით ბევრ რამეს იგებს. თვლის, რომ ინტერნეს ბევრი საჭირო მასალის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ლილე (17)

„მიყვარს კითხვა და წერა. კითხვა იმიტომ მიყვარს, რომ კითხვის დროს ვსწავლობ ახალ და საინტერესო რაღაცეებს, ვვითარდები და შემიძლია უკეთ აზროვნება. წერა კი იმიტომ მიყვარს, რომ წერის დროს გადმოვცემ ჩემ გრძნობებს და ეს მსიამოვნებს.“ - გვიყვება ლილე. სამომავლო პროფესიად ჟურნალისტიკა გადაუწყვიტავს! ფიქრობს, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგან მისი აზრით, სწავლების მაღალი დონეა. აპირებს ინტერნეტი სასკოლო დავალებიბის გასაკეთებლად და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს."

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მისი თქმით, ინტერნეტი სწავლაში და გართობაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
დავითი (16)

დავითს ინგლისური ძალიან უყვარს! ფიქრობს, მომავალი პროფესიაც მას დაუკავშიროს და ინგლისურის მასწავლებელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს. აპირებს ინტერნეტი საკომუნიკაციოდ და სასწავლებლად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - სტომატოლოგობა სურს! სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული და ისტორია უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაფერში დაეხმარება.

ჩართულია
გიგა (15) და ნიკა (15)

გიგას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ინგლისურია. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და საოჯახო საქმეების კეთება უყვარს. ნიკას მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა დროს არ კარგავს და თავისუფალ დოს ხანის აკადემიის დახმარებით მეცადინეობს.

ჩართულია
სოფო (16)

სოფოს სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული უყვარს, ხოლო ფიზიკა არა, რადგან ვერ იგებს კარგად. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა, თუმცა როგორც ამბობს, ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი.

ჩართულია
ზურა (18)

ზურას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. მისი თქმით, არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ მოსწონს, რადგან ყველა ერთნაირად საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია. თავისუფალ დროს კი დეტექტიური ფილმების ყურება იტაცებს.

ჩართულია
ოთარი (17)

„მინდა გამოვიდე წარმატებული სამხედრო პირი და ვიყო ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი“ - გვიყვება ოთარი. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ ძალიან საინტერესო საგანია. თავისუფალ დროს კი ახალი ინფორმაციების მოძიება იტაცებს.