მოსწავლეები

ჩართულია
ამირანი (16)

ამირანს სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს! თავისუფალ დროს ფილმების ყურება უყვარს, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნიკა (16)

ნიკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქიმია უყვარს. როგორც გვითხრა, თავისუფალ დროს, ტენისის თამაში უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს რომ ბევრი საჭირო ინფორმაციის გასაგებად გამოიყენებს.

ჩართულია
გაიოზი (18)

გაიოზს საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, მისი თქმით, ფერწერა იტაცებს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად და რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრი საინტრესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
მარინა (16)

მარინას დიპლომატობა სურს და ამიტომ ამ განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს როგორც გვიყვება, სიმღერა და მზარეულობა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრ რამეში, განსაკუთრბით კი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
ციური (17) და სალომე (16)

ციურის მომავალი პროფესია ექსპერტ-კრიმინალისტობაა! სწორედ ამიტომ აპირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. სალომეს კი მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებიტ ქართული და ბიოლოგია უყვარს. თავისუფალ დროს კი ცეკვა იტაცებს.

ჩართულია
ანა (17)

ანას ძალიან უყვარს ენების შესწავლა, რადან ფიქრობს, რომ საჭიროა და თან ძალიან მოსწონს. როგორც გვიყვება, დიპლომატობა სურს, ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ინტერნეტს რაც შეეხება, ბევრ რამეში იყენებს: „ამჟამად ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს, ვსწავლობ უცხო ენებს. ასევე ვსარგებლობ სოციალური ქსელებით“.

ჩართულია
მარიამი (15) და ნინო (15)

მარაიამს ადვოკატობა გადაუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია უყვარს. ნინო კი მომავალი ჟურნალისტია! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ საჭირო ინფორმაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩართულია
ანი (16)

ანის მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - პოლიციელობა სურს. როგორც გვიყვება, სკოლაში ბევრი საგანი უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ფიზიკა. თავისუფალ დროსაც ფიზიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება უყვარს. ინტერნეტს როგორც ამბობს, ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ანი (17)

ანის სურს პედაგოგი გამოვიდეს! სკოლის საგნებიდანაც განსაკუთრებით ქართული, ისტორია, ინგლისური უყვარს. „ყველაზე მეტად მიყვარს მეცადინეობა, თავისუფალ დროს კი კითხვა და ცეკვა.“ - გვიყვება ანი. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ იფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
ანა (17) და ნანა (16)

ანას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული, ინგლისური, ისტორია და გეოგრაფია უყვარს. ნანას კი ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლისათვის ძალიან საჭიროა.

ჩართულია
აკაკი (16)

აკაკი მომავალი მზარეულია! ძალიან უყვარს, როცა დედამის კერძების მომზადებაში ეხმარება. როგორც გვიყვება, ინტერნეტს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გასაცნობად იყენებს. ასევე რა თქმა უნდა ონლაინ სწავლებისთვისაც. ფიქრობს, მუდმივი ინტერნეტი რომ ქონდეს, უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა მისთვის ინფორმაციის მოძიება.

ჩართულია
სერგო (15)

სერგოსთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. როგორც გვიყვება, ჯერ არ გადაუწყვეტია, სად და რა განხრით გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად სურს! ფიქრობს, რომ ინტერნეტს, დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს...