მოსწავლეები

ჩართულია
გიორგი (15) და მარიამი (17)

გიორგის ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება მომავალში, თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. თავისუფალ დროს კი ფეხბურთი იტაცებს. მარიამს ექიმობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. „ყველაზე მეტად მიყვარს ფილმების ყურება იმიტომ,რომ ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ.“ - გვიყვება მარიამი.

ჩართულია
მამუკა (19)

მამუკას ჯარისკაცობა გადაუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან გამორჩეულად მათემატიკა უყვარს, თავისუფალ დროს კი საინტერესო ფილმების ყურება იტაცებს. ასევე მისი თქმით, მანქანის ელექტროობა აინტერესებს.

ჩართულია
თორნიკე (17)

თორნიკეს მომავალი პროფესია ისტორიკოსობაა! მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს. „არცერთ საგანთან არ ვარ ცუდ დამიკიდებულებაში, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ისტორია, რადგან ყველა ადამიანმა საკუთარი წარსული კარგად უნდა შეისწავლოს“ - გვიყვება თორნიკე. თავისუფალ დროს, მისი თქმით, ძირითადად ფილმების ყურება იტაცებს. ინტერნეტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგი მომავალი ადვოკატია! აპირებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩააბაროს სამართლის ფაკულტეტზე. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა, ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანია და სწორედ, ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს. „მიყვარს თავოსუფალ დროს მეგობრებთან ერთად დროის გატარება ,წიგნების კითხვა და ახალი ინფორმაციის ძიება, რადგან ეს ყოველივე მეხმარება ფეხი აუწყო ცხოვრების ტემპს.“ - გვიამბობს გიორგი...

ჩართულია
მარიკა (17)

მარიკა ბიოლოგიითაა გატაცებული, მათემატიკას კი გული ვერ დაუდო. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ახალი კომპიუტერი აუცილებლად გამოადგება სწავლაში. თავისუფალ დროს ლიტერატურის კითხვა მოსწონს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მისაღებად და სასწავლებლად გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს სკოლაში განსაკუთრებით სპორტი, ქართული და მათემატიკა უყვარს. თავისუფალ დროს ძაირითადად მეგობრებთან და და-ძმებთან ერთად ატარებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სასწავლებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ბერდია (14)

ბერდიას პროფესიულ კოლეჯში გადაუწყვიტავს სწავლა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს, როცა მამას საოჯახო საქმეებში ეხმარება. რა შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ბევრ რამეში გამოიყებეს, როგორც სასწავლებლად, ასევე გასართობადაც.

ჩართულია
ნიკა (14)

ნიკას ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა და სპორტი ხიბლავს. მომავალში პროფესიულ კოლეჯში აპირებს ჩაბარებას, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფეისიას აირჩევს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
მიხეილი (16)

მიხეილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება სამომავლოდ, თუმცა პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებას უკვე ფიქრობს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს საოჯახო საქმეებში მშობლებისთვის მიხმარება. მისი თქმით, ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
გაგა (15)

გაგას სურს, პროგრამისტი გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართული და სპორტი უყვარს, სხვა საგნებს კი ვერ უგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს გასართობად გამოიყენებს.

ჩართულია
საბა (16)

საბა თავისუფალ დროს მამას ეხმარება სხვადასხვა საოჯახო საქმეებში. ჯერ არ იცის, რას გააკეთებს სკოლის დასრულების შემდეგ, მაგრამ სკოლის საგნებიდან, როგორც თავად გვიამბობს, განსაკუთრებით ქართული უყვარს.