მოსწავლეები

ჩართულია
ლევან (16)

ლევანს სურს არქიტქტურის ფაკულტეტზე ჩააბაროს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური უყვარს, რადგან მათ კარგად სწავლობს. მისი ჰობი კალათბურთის თამაშია, როგორც თავად გვიყვება, სიმაღლეც ხელს უწყობს. კომპიუტერს თავის მომავალ პროფესიაში უკეთ გასარკვევად გამოიყენებს.

ჩართულია
შორენა (17)

შორენას კოსმეტოლოგობა სურს. გვიყვება, რომ ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე ინფორმაციისა და სიახლეების ნაკლებობას განიცდიდა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა, ჰობი კი მოგზაურობა და ახალი ადგილების დათვალიერებაა. ერთი სული აქვს ლეპტოპით უცხო ქვეყნების ფოტოებს როდის გაეცნობა!

ჩართულია
ლაშა (15)

ლაშას საზღვარო აკადემიაში ჩაბარება და მეზღვაურობა სურს! მისი ჰობი კალათბურთის თამაში და ცეკვაა. სასკოლო საგნებიდან ყველა მოსწონს ინგლისური და რუსული ენების გარდა, ალღო ვერ აუღო და ერთულება. როგორც თავად გვიყვება, ლეპტოპის მიღება ცოდნის მისაღებად სურს.

ჩართულია
გოგიტა (16)

“თვითგანვითარებისთვის მჭირდება ახალი ინფორმაციის მოძიება, რაც უფრო მარტივია კომპიუტერის საშუალებით. კომპიუტერი ჩემთვის არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს. მე მას აღვიქვამ საჭირო ხელსაწყოდ, რომლის საშუალებითაც შევძლებ საკუთარი თავის რეალიზაციას ჯანსაღ გარემოში.” - გვიყვება გოგიტა. გადაწყვეტილი აქვს რომ მექანიკოსის პროფესიას დაეუფლოს.

ჩართულია
მარინა (16)

მარინა უკვე 3 წელია ფსიქოლოგობაზე ოცნებობს! ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, რადგან ფიქრობს, რომ კარგი სასწავლო სისტემა და საინტერესო ღონისძიებები აქვთ. თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და საინტერესო ფილმების ყურებაში ატარებს. “დღევანდელ ცხოვრებაში საჭიროა არა მხოლოდ ინტერნეტი, არამედ ისეთი ტექნიკაც, რომლის გამოყენებითაც პროდუქტიულად გავიღრმავებთ ცოდნას. ტელეფონით პრეზენტაციების და სკოლის სხვა დავალებების გაკეთება მიჭირდა” - გვიყვება მარინა.

ჩართულია
ლუკა (15)

“მოვიძიებ ბევრ მასალას და ფოტოებს, ასევე ვუყურებ შემეცნებით არხებს.” - გვიყვება ლუკა. ჯერ არ იცის რა უნდა გამოვიდეს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში და მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს.

ჩართულია
დიკა (17)

მომავლის პროფესიასთან დაკავშირებით დიკას ორი ვარიანტი აქვს - ან პედაგოგიურზე ჩააბარებს ან ტურიზმის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი არჩეული აქვს - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლის საგნებიდან უყვარს ისტორია, ქიმია კი ნაკლებად. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს, რადგან ბევრ ცოდნას იღებს. კომპიუტერით კი სწავლისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება.

ჩართულია
მიშა (17)

“დღესდღეობით კომპიუტერი განათლებისთვის აუცილებელია”. - მიაჩნია მიშას და ჩვენც 100%-ით ვიზიარებთ მის აზრს. სკოლის საგნებიდან ყველა უყვარს. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად ატარებს - თავის მეორე ოჯახად მიაჩნია.

ჩართულია
ნინი (17)

ნინის კომპიუტერი ონლაინ ტრენინგებზე დასწრებასა და სასკოლო პროექტების კარგად მომზადებაში ეხმარება. როგორც თავად გვიყვება, აქამდე, როცა ტელეფონით უწევდა ამ ყველაფრის გაკეთება, ძალიან ურთულდებოდა. სამომავლო პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული, თუმცა სკოლაში ყველაზე დიდი ინტერესით ქართულს სწავლობს.

ჩართულია
მაია (18)

მაიას სურს სტილისტის პროფესიას დაეუფლოს. გვიყვება, რომ სკოლაში არც ერთი საგანი არ მოსწონს, თუმცა სამაგიეროდ კომპიუტერში ბევრი სასარგებლო და საინტერესო მასალა აღმოაჩინა.

ჩართულია
ნანა (15)

ნანას გული ფსიქოლოგობისკენ მიუწევს, თუმცა თავის არჩევანში ბოლომდე დარწმუნებული ჯერ არ არის. მოსაფიქრებლად დროც აქვს და უკვე ინტერნეტ რესურსიც! ნანას რამდენიმე ჰობი აქვს: მუსიკის მოსმენა, ხატვა და წიგნების კითხვა. “ლეპტოპის საშუალებით უფრო კარგად შევასრულებ სკოლის დავალებებს, დავესწრები სხვადასხვა ონლაინ შეხვედრას” - გვიყვება ნანა.

ჩართულია
ლაშა (16)

ლაშას ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. სასკოლო საგნებიდან ინგლისურს, ქართულს, ისტორიასა და გეოგრაფიას სწავლობს ინტერესით. გაკვეთილების მომზადების შემდეგ ვარჯიშობს და სხვადასხვა სპორტის სახეობას თამაშობს. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერს განათლებისთვისა და გართობისთვის გამოიყენებს.

7 8 9 10 11