მოსწავლეები

ჩართულია
მარი (22)

მარის ძალიან უყვარს ფილმების ყურება და მეგობრებთან სხვადასხვა თემებზე საუბარი. მომავლის მიზნად ქოლცენტრის ოპერატორობა და კლავიატურაზე ბეჭდვის სწავლა დაუსახავს!

ჩართულია
გულიკო (18)

გულიკოსთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა ქართული განსაკუთრებით უყვარს. სწავლის გაგრძელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ფსიქოლოგიის განხრით. „ინტერნეტი დამეხმარება კიდევ უფრო ბევრი და სიანტერესო ინფორმაციის მოპოვებაში“ - გვიამბობს გულიკო.

ჩართულია
დავითი (17)

დავითს სურს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბაროს და სამხედრო პირი გახდეს. სკოლაში ბევრი საგნით არის დაინტერესეული, მაგრამ გერმანულს და ქიმიას ვერ უგებს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა და შემეცნებითი გადაცემების ყურება უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტს სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ანა (16)

ანას სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სურს, თუმცა აუნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული, მათემატიკა, ბიოლოგია, ინგლისური და გერმანული უყვარს. ქიმიას და ისტორიას კი ვერ უგებს. „მომწონს დამატებითი ინფორმაციის მოძიება და საინფორმაციო ვიდეოების ყურება“ - გვიამბობს ანა.

ჩართულია
ვახტანგი (16)

ვახტანგს ძალიან უყვარს სკოლა. როგორც გვიყვება, თავის დროის უმეტეს ნაწილს სწავლას უთმობს, რადგან ეს პროცესი ძალიან მოსწონს. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძეებს სწავლას სკოლის შემდეგ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა.

ჩართულია
სალომე (17)

სალომესთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა გამორჩეულად საყვარელი საგნები მაინც აქვს - ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ბიოლოგია და ისტორია. თავისუფალ დროს ხატვა და ცეკვა იტაცებს, როგორც თავად ამბობს, ეს პროცესი გონებრივად და ფიზიკურად ავარჯიშებს და ამშვიდებს. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ან რა განხრით გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ.

ჩართულია
თენგიზი (17)

თენგიზს ლექსების წერა ძალიან უყვარს!ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის და სურს მომავალში პოეზიით წარმატებასაც მიაღწიოს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სკოლის შემდეგ სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
დავითი (16)

დავითს სწავლის გაგრძელება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის განხრით სურს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ფიზიკა და მათემატიკაა. „მიყვარს კალათბურთის თამაში, რადგან როდესაც ამ სპორტს ვთამაშობ თავს ვგრძნობ იდეალურად.“ - გვიამბობს დავითი.

ჩართულია
მარიამი (18) და ნინო (17)

„საყვარელი საგანი ბიოლოგიაა იმიტომ, რომ ამ საგანს ვსწავლობ წარჩინებით და მიზნად ვისახავ გავხდე ექიმი. ვფიქრობ, სწორედ ეს საგანია საჭირო, რომ გავხდე წარმატებული ექიმი“ - გვიყვება მარიამი. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და კალათბურთის თამაში იტაცებს. ნინოს კი ორი გატაცება აქვს - კალათბურთი და მზარეულობა. კალათბურთს პროფესიონალურად თამაშობს. მზარეულობას კი თავისუფალ დროს უთმობს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის ჯერ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, მაგრამ ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის მზარეულობა სურს! სკოლის საგნებიდან გამორჩეულად ისტორია უყვარს, რადგან აინტერესებს წარსული ისტორიები. რაც შეეხება ინტერნეს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
რუსუდანი (17)

რუსუდანის საყვარელი საგანი მათემატიკაა. სამომავლო პროფესიად კი ეკონომისტობა აქვს გადაწყვეტილი! „ყველაზე მეტად მიყვარს სათავგადასავლო ფილმების ყურება და წიგნების კითხვა“ - გვიყვება რუდუდანი. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და სასწავლებლად ძალიან საჭიროა.