ანა კულინარიით არის გატაცებული! თავისუფალ დროს კერძების მომზადება უყვარს. სამომავლო პროფესიადაც სწორედ მზარეულობა გადაუწყვიტავს! რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში და ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
მანანას სურს საერთაშორისო ურთიერთობებზე გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა იტაცებს, როგორც ამბობს, ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ბევრ სიახლეს იგებს. გიგის მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი აქვს. ინტერნეტს რაც შეეხება, ფიქრობს, რომ ინფორმციის მოსაძიებლად და სასწავლებლად ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.
გიორგის ვებ დეველოპერი სურს გამოვიდეს! სწორედ ამიტომ სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით. მისი საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ფიზიკა, ქართული და ინგლისურია. თავისუფალ დროს მათემატიკისა და ფიზიკის ამოცანების ამხსნა უყვარს, როგორც ამბობს,ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს.
მარიამს მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა გადაუწყვიტავს! ყველაზე მეტად კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, როგორც თავად გვიამბობს: „ინერტნეტს ბევრ რამეში ვიყენებ: ვიძიებ საინტერესო ინფორმაციებს, ზოგჯერ ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ვიყენებ სოციალურ ქსელს.“
ირმას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. პროფესია ჯერ არ აურჩევია - ტურიზმზე ან უცხო ენების განხრით სურს ისწავლოს. როგორც ამბობს, ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ლიკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, მაგრამ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში ძალიან უნდა. დავითის სკოლაში თითქმის ყველა საგანი უყვარს. მართალია, ჯერ მასაც არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებაში ძალიან დაეხმრება.
ნიკოლოზს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ქიმიკოსობა სურს. სკოლაშიც განსაკუთრებით უყვარს ქიმია და ბიოლოგია. ხოლო მათემატიკას და ფიზიკას ვერ უგებს. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ფეხბურთის თამაში იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასწავლო რესურსების მოძიებისთვის გამოიყენებს.
მარიამს ძალიან უყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა, რადგან როგორც თავად ამბობს: „მეტ ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებს ვიძენ“. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს, იურისტობა სურს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.
ჯემალს იურისტობა გადუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარებას. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით მათემატიკა იტაცებს. რაც შეეხება თავისუფალ დროს ზირითადად ვარჯიშს უთმობს.
სალომეს სტილისტობა ან ქორეოგრაფობო სურს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად, ცეკვა, კითხვა და ძილი უყვარს. სკოლის საგნებს რაც შეეხება, ქართული, გეოგრაფია და სპორტი უყვარს.
თამარს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - მასწავლებლობა სურს! თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს, რადგან მისი აზრით გონების განვითარებაში ეხმარება.
ნათიას სტილისტობა სურს! თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ფანდურზე უკრავს, ცეკვავს და ხატავს კიდეც. გურამს კი სამართალზე სურს ჩაბარება. მისი აზრით, ინტერნეტი სწორედ სწავლაში გამოადგება.