ლიკას სამართალზე ჩაბარება გადაუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია და ქართული იტაცებს. რა შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს ცეკვა და ხატვა.
ვიკას პედაგოგობა სურს. მისთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასწავლებლად გამოადგება.
გიორგის ჯარისკაცობა სურს! სკოლაში არ არსებობს ისეთი საგანი რაც მას არ უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ ყველა საგნიდან საჭირო ინფორმაციას იღებს. ინტერნეტს რაც შეეხება, მისი თქმით სწავლაში გამოიყენებს ისევ.
მარგარიტას ექიმობა სურს და ამიტომ აპირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას. თავისუფალ როს სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ მომავალი პროფესიისთვის გამოადგება.
ნატას ექიმობა სურს! სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია, ქართული და რუსული უყვარს. თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას უთმობს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, სწავლაში ძალიან დაეხმარება.
რობერტის სურს მოსამართლე გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ფიზიკა და სპორტი უყვარს. თავისუფალ დროს კი, ძირითადად კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
გურამს მეზღვაურობა სურს და სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. როგორც გვიყვება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, უყვრს ვარჯიში. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ზურაბმა არ იცის ჯერ, სად ჩააბარებს, თუმცა როგორც გვეუბნება, ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება. თავისუფალ დროს, მისი თქმით, ვარჯიში და მეცადინეობა უყვარს.
თემურის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ჩააბარებს. როგორც გვიამბობს, ძირითად დროს მეცადინეობას უთმობს და ამისთვის ინტერნეტი მუდმივად სჭირდება.
მარიამს კითხვა ძალიან უყვარს. სკოლის საგნებიდან კი ქართული იტაცებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხარება.
მარიამს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. ყველაზე მეტად, თავისუფალ დროს სიმღერების მოსმენა და კითხვა უყვარს. როგორც ამბობს, ინტერნეტი ყველაზე მეტად ინფორმაციის მსაძიებლად სჭირდება.
ნინოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ჩააბარებს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა იტაცებს. „კითხვა მეხმარება ცხოვრებას სხვათავლით შევხედო და უფრო ბევრი რამე გავიგო. ნუ რა თმა უნდა გონებასაც მივარჯიშებს.“ - გვიყვება ნათია. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.