მოსწავლეები

ჩართულია
ელენე (15)

ელენეს პროკურორობა სურს! მაგრამ ჯერ არ იცის, რომელ უნივერსიტეტს აირჩევს სწავლის გასაგრძელებლად. თავისუფალ დროს სხვადასხვა ჟანრის ფილმების ყურება უყვარს, როგორც თავად ამბობს, ეს გონების განვითარებაში ეხმარება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სამეცადინოდ და დამატებითი ინფორმციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს თავისუფალ დროს სამეცნიერო ფილმების ყურება იტაცებს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა უნდა! როგორც თავად ამბობს, ინტერნეტი ძირითადად გაკვეთილების მოსამზადებლად სჭირდება.

ჩართულია
რაინდი (17)

რაინდის ფილოლოგობა გადუწყვიტავს! უნივერსიტეტიც უკვე არჩეული აქვს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. როგორც ამბობს, ინტერნეტი ხშირად სჭირდება პრეზენტაციების მომსამზადებლად და ინფორმაციის მოსაძიებლად.

ჩართულია
პირიმზე (17) და იმედა (16)

პირიმზეს მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული და გეოგრაფია უყვარს, რადგან ეს საგნები ემარტივება ძალიან. იმედას კი ადვოკატობა სურს! თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, წიგნის კითხვა და ფეხბურთის თამაში უყვარს.

ჩართულია
სალომე (18)

სალომემ ჯერ ბოლომდე ვერ გადაწყვიტა, რა სურს გამოვიდეს - ფსიქოლოგობა ან დიპლომატობა მოსწონს. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, სიმღერების მოსმენა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ისტორიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციისათვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ვაზო (17)

ვაზოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. როგორც ამბობს, ყველა საგანი თანაბრად უყვარს. თავისუფალ დროს კი კოსმოსზე ინფორმაციის მოძიება უყვარს.

ჩართულია
ვიკა (16)

ვიკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა როგორც ამბობს, სკოლის საგნებიდან ყველა თანაბრად უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სამეცადინოდ გამოიყენებს.

ჩართულია
ქეთი (18)

ქეთის გადაწყვეტილი აქვს უცხო ენების სპეციალისტი გამოვიდეს. სკოლის საგნებიდანაც განსაკუთრებით უცხო ენები უყვარს. როგორც ამბობს, ინტერნეტი მეცადინეობისთვის ძალიან სჭირდება.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, თუმცა როგორც ამბობს, არ არსებობს მისთვის ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
ვანო (17)

ვანოს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოფრაფიაა. მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული, თუმცა სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აპირებს! თავისუფალ დროს შემეცნებითი გადაცემების ყურება უყვარს.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და ბიოლოგიაა. მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა.ფიქრობს, რომ ინტერნეტს მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.