მოსწავლეები

ჩართულია
ნინო (16)

ნინოს სურს პოლიციელი გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან, როგორც გვიყვება ინგლისური უყვარს, მათემატიკა კი არ გამოსდის კარგად. თავისუფალ დროს წიგნის კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიმისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. „კონკრეტული საგანი არ მაქვს გამორჩეული. რადგან ყველა საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი ცოდნის ამაღლებისთვის“ - გვიამბობს მარიამი. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს.

ჩართულია
ბესო (17) და ბექა (18)

ბესოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თავისუფალ დროს კითხვა, მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. ბექას სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით უყვარს ქართული, ისტორია, ქიმია და ფიზიკა. რაც შეეხება ინტერნეტს, მისის თქმით, ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
რევაზი (18)

რევაზს სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება სამართლის განხრით. სკოლის საგნებიდან უყვარს ისტორია და ქართული. როგორც ამბობს, ინტერნეტი ინფორმაცის მოძიებაში დაეხმარება. რაც შეეხება თავისუფალ დროს - უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას ჯერ არ აქვს მოფიქრებული, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით გეორაფია უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა იტაცებს.

ჩართულია
მზიკო (16)

მზიკოს მომავალი პროფესია ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, დერმატოლოგობა ან კოსმეტოლოგობა სურს. მისი ინტერესის სფეროც ძირითადად კანს უკავშირდება. როგორც გვიყვება, უყვარს ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა კანის დაავადებებზე. სკოლის საგნებიდანაც განსაკუთრებით ბიოლოგია და ისტორია უყვარს.

ჩართულია
ნოდარი (17)

ნოდარი თავისუფალ დროს ძირითადად უფროსებს ეხმარება საოჯახო საქმეებში. სურს, რომ მომავალში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით იმუშაოს. ფიქრობს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. როგრც ამბობს, ინტერნეტი ბევრ რამეში გამოადგება, პირველ რიგში კი სასწავლებლად.

ჩართულია
ქეთევანი (17)

ქეთევანს პოლიციელობა სურს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად კითხვა და კულინარია უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, როგორც ამბობს, ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია მისთვის.

ჩართულია
ვასო (16)

ვასოს ხატვა უყვარს, როგორც თავად ამბობს: „მიყვარს ხატვა, თავს კარგად ვგრძნობ ხატვის დროს“. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა მისი თქმით, ინტერნეტი სწორედ სწავლაში გამოადგება.

ჩართულია
შოთა (16) და ნანა (17)

შოთა სპორტით არის გატაცებული. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული უყვარს. ნანას თავისუფალ დროს, ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
შალვა (18)

შალვას ყველა სკოლის საგანი ერთნაირად უყვარს. მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივესიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს კი ყველაზე მეტად მზარეულობა უყვარს, როგორც ამბობს კარგადაც გამოსდის.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფეისიას აირჩევს, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით გეოგრაფია და ისტორია უყვარს. როგორც ამბობს, ინტერნეტს განათლების მისაღებად გამოიყენებს.