გვანცასთვის არ არსებობს არცერთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა უპირატესობას მაინც ინგლისურს, ისტორიას და გეოგრაფიას ანიჭებს. მომავალ პროფესიად უცხოენ ების სპეციალისობა აქვს გადაწყვეტილი და სწორედ ამ განხრით საქართველოს უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ცეკვა და წიგნების კითხვა იტაცებს. როგორც თავად გვიამბოს: „ცეკვა-ჰობია და წიგნები მაწყნარებს და ცოდნას მიფართოვებს“.
მარიამს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - დაწყებითების მასწავლებლობა სურს. სკოლის საგნებიდანაც განსაკუთრებით ქართული, ინგლისური და მათემატიკა უყვარს. რევაზის ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწორედ სწავლისთვის გამოიყენებს.
ნინოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება მომავალში, თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგარძელება, რადგან მისი აზრით, სწავლების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. თავისუფალ დროს, ყველაზე მეტად სათავგადასავლო ფილმების ყურება უყვარს. რაც შეეხება ნტერნეტს, მისი თქმით, ინფორმაციის მოძიებისთვის და ფილმების საყურებლად გამოიყენებს.
მაიას სურს თურქული ენის სპეციალისტი გამოვიდეს, ამიტომაც აპირებს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით, ქართული, ინგლისური და ისტორია უყვარს და აინტერესებს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, როგორც თავად გვიამბობს წიგნის კითხვა უყვარს. „ რადგან ვიღებ მეტ ცოდნას, რაც ხელს უწყობს ადამიანს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში“. გელას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი სურს გამოვიდეს. ამიტომ აპირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ნინოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს მომვალში, თუმცა უნივრსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. ძალიან უყვარს კითხვა, რადგან როგორც ამბოს: „კითხვის დროს თითქოს სხვა სამყაროში ვეშვები და რეალობას ვწყდები, რაც ჩემთვის სასიამოვნო პროცესია“. ინტერნეტს რაც შეეხება, როგორც თავად გვიყვება: „არაბული და ესპანური ენის სწავლა და მინდა და ინტერნეტის ქონის შემთხვევაში ამ ენებს შევისწავლი “.
ლუკას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელი პროფესია აირჩის - ფიზიკოსობა თუ ქიმიკოსობა. სკოლაშიც განსაკუთრებით ეს საგნები უყვარს, რადგან მარტივად ითვისებს. თავისუფალ დროს ვარჯიში უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ საკონტაქტოდ და სასწავლებლად გამოადგება.
თათიას პოლიციის აკადემიაში სურს ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, ბევრს ვარჯიშობს და მეცადინეობს, რაშიც რა თქმა უნდა ინტერნეტი ძალიან ეხმარება. სკოლის საგნებს რაც შეეხება, განსაკუთრებით, ქართული უყვარს, რადგან როგორც ამბობს, მარტივად ითვისებს.
მიხეილს პროგრამისტობა გადაუწყვეტია! როგორც ამბობს, ინტერნეტი სწორდ პროგრამის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. სკოლის საგნებს რაც შეეხება, სპორტი და რუსული უყვარს განსაკუთრებით.
პეტრე სპორტსმენია და შესაბამისად სკოლის საგნებიდანაც განსაკუთრებით სპორტი უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის განსაკუთრებულად უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა და ისტორიული ფილმების ყურება. მომავალ პროფესიად მსახიობობა გადაუწყვეტია! სკოლის საგნებს რაც შეეხება, როგორც ამბოს, გეოგრაფია უყვარს, რადგან ეადვილება ეს საგანი.
თაზოს ვარჯიში ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ სპორტსმენობა სურს. სკოლის საგნებიდან გამორჩეულად ქიმია იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ახალი ინფორმაცის მიღებში და მეგობრებთან საკონტაქტოდ გამოიყენებს.
ნუგზარს სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული, მათემატიკა და ინგლისური იტაცებს. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში და შემეცნებითი ვიდეოების ყურება უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.