მოსწავლეები

ჩართულია
მარიამ (18)

მარიამს თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ხატვა და კითხვა უყვარს. მომავალი პროფესია უკვე აირჩია - სამართალმცოდნე სურს გამოვიდეს! მისი თქმით, ინტერნეტი ახალი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (18)

ნინოს კრიმინალოგობა სურს, სწორედ ამიტომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით. ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა უყვარს, რადგან მისი თქმით, ამ დროს თითქოს სხვა სამყაროში გადადის.

ჩართულია
ელენე (16)

ელენესთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მართალია უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქ, თუმცა ჯერ მომავალი პროფესია არ აურჩევია. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებისთვის ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ლია (19)

ლიას უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. პროფესიაც არჩეული აქვს - ფსიქოლოგობა სურს. ყველაზე მეტად ისტორიული ფაქტების გაცნობა და წმინდანების ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება უყვარს. მისი აზრით, ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რა გამოვა მომავალში - მათემატიკის მასწავლებლობა სურს. სკოლის საგნებიდანაც სწორედ მათემატიკა და ქართული უყვარს. როგორც ამბობს, ინტერნეტი ცოდნის მისაღებად აუცილებლად გამოადგება.

ჩართულია
ლაშა (16)

ლაშას სურს მოჭიდავე გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია და ქართული უყვარს. თავისუფალ დროს კი ყველაზე მეტად ვარჯიში და კომპიუტერული თამაშები იტაცებს.

ჩართულია
ალიკა (16)

ალიკას ჯერ არ აუჩევია თავისი მომავალი პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს, რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ეკატერინე (16)

ეკატერინეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს. სკოლის საგნებს რაც შეეხება, ფიქრობს, რომ ყველა საგანი საინტერესოა, თუმცა ყველაზე მეტად გეოგრაფია, ისტორია და ბიოლოგია იტაცებს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა და მეგობრებთან გართობა უყვარს.

ჩართულია
ნიკა (16)

ნიკას მზარეულობა სურს. თავისუფალ დროსაც ყველაზე მეტად ახალი კერძების მომზადება და დაგემოვნება იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტსაც პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული და ისტორია უყვარს. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - პედაგოგობა სურს, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ელენე (16)

ელენეს სტილისტობა იტაცებს. მომავალ პროფესიადაც ფიქრობს, რომ ან სტილისტი ან ფარმაცევტი გახდეს. როგორც ამბობს, ინტერნეტს პროფესიული მიზნით გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამს სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია უყვარს, რადგან მიიჩნევს, რომ საინტერესო საგანია. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ფსიქოლოგობა სურს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.