მოსწავლეები

ჩართულია
ოთარი (18)

ოთარის სურს აგრონომი გახდეს, თუმცა ჯერ არ იცის რომელ უნივერსიტეტს მიანიჭებს უპირატესობას. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა და დოკუმენტური ფილმების ყურება უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
ოლეგი (17)

ოლეგის თავისუფალ დროს წიგნის კითხვა იტაცებს. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით გეოგრაფია და ბიოლოგია უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლისთვის გამოადგება.

ჩართულია
ნინო (17) და ნათია (18)

ნინოს დაწყებითების პედაგოგობა სურს და სწორედ ამ განხრით აპირებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. თავისუფალ დროს მუსიკის მოსმენა უყვარს წყნარ ადგილას და წიგნების კითხვა. ნათიას მზარეულობა სურს. თავისუფალ დროსაც ყველაზე მეტად საჭმელების კეთება იტაცებს.

ჩართულია
იმედა (18)

იმედას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს, თუმცა უკვე იცის, რომ ფსიქოლოგი გახდება. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად კითხვა, წერა და ხატვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით სწავლისთვის გამოადგება.

ჩართულია
საბა (17)

საბას მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - მზარეულობა სურს და სწორედ ამ განხრით აპირებს სწავლას კულინარიის აკადემიაში. სკოლის საგნებიდან გამორჩეულად ხელოვნება და ინგლისური უყვარს, რადგან მისის თქმით, უცხო ენები აინტერესებს, ხატვა კი ძალიან კარგად გამოსდის. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
დიანა (15), დარინა (17) და გოჩა (18)

დიანას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული ენა უყვარს. დარინას სუვენირების გაკეთება უყვარს. მომავალი პროფესიადაც დიზაინერობას ან მზარეულობას გეგმავს. გოჩას კი ჯარისკაცობა სურს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
სალომე (18)

სალომეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება ფსიქოლოგიის განხრით. თავისუფალ დროს კითხვა, წერა და ხატვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თორნიკე (18)

თორნიკეს იურისტობა სურს, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ქართული და ინგლისური უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს - კითხვა და სპორტი უყვარს. როგორც ამბობს, ორივე მნიშვნელოვანია ჯანსაღი გონებისთვის და ორგანიზმისთვის.

ჩართულია
საბა (15)

საბას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა სკოლის საგნებიდან გამორჩეულად ქართული უყვარს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში იტაცებს. როგორც ამბობს, ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად და გასართობად გამოიყენებს.

ჩართულია
ნანა (17)

ნანას სურს ფილოლოგი გამოვიდეს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. თავისუფალ დროსაც ძირითადად წერასა და პოეზიის კითხვაში ატარებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ნამდვილად დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (16) და გური (18)

"გიორგის სკოლის საგნებიდან გამორჩეულად მათემატიკა უყვარს, თავისუფალ დროს კი კითხვას უთმობს. გურის ჯერ აქვს მოფიქრებული რა გამოვა პროფესიით, თუმცა მიიჩნევს, რომ ინერნეტი სწავლისთვის ძალიან გამოადგება. "

ჩართულია
რაინდი (16)

რაინდის სურს საზღვაო აკადემიაში ჩააბაროს და მეზღვაური გახდეს. სკოლის საგნებიდან ქართული ენა და ლიტერატურა იტაცებს, თავისუფალ დროს კი მეგობრებთან გართობა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ცოდნის მისაღებად გამოიყენებს.