რაინდის სურს საზღვაო აკადემიაში ჩააბაროს და მეზღვაური გახდეს. სკოლის საგნებიდან ქართული ენა და ლიტერატურა იტაცებს, თავისუფალ დროს კი მეგობრებთან გართობა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ცოდნის მისაღებად გამოიყენებს.
გიორგის ჯერ არ აქვს მოფიქრებული, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქიმია და ბიოლოგია უყვარს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში იტაცებს. როგორც ამბობს, ინტერნეტს ცოდნის გასაღრმავებლდ გამოიყენებს.
ირინეს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - იურისტობა სურს და სწორედ ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად კითხვა და ყვავილების მოვლა უყვარს. როგორც ამბობს, ინერნეტის საშუალებით შეძლებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის მოძიებას, რაც სწავლისთვის გამოადგება.
მარიამს ფილოლოგობა სურს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს, რადგან, მისი თქმით, კითხვის დროს ბევრ საინტერესო რამეს იგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს მეცადინეობისთვის გამოიყენებს.
თამაზის ჯერ არ აქვს მოფიქრებული, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტს სასწავლო მასალების მოძიებისთვის გამოიყენებს.
ნოდარის ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა გამოვა მომავალში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ნატოს ყველაზე მეტად ფილმების ყურება და წიგნების კითხვა უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასწავლო რესურსების მოძიებაში დაეხმარება. შოთას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული უყვარს, თავისუფალ დროს კი ხატვა იტაცებს.
ანის სურს ფსიქოლოგი გამოვიდეს და ამიტომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. მისი თქმით, თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ფილმების ყურება და წიგნების კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ნანას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა გამოვა მომავალში, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და ბიოლოგია უყვარს. თავისუფალ დროს კითხვა და ხატვა იტაცებს. ინტერნეტს რაც შეეხება, მისი თქმით, მეცადინეობისთვის და მეგობრებთან საკონტაქტოდ გამოიყენებს.
შალვას მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალსტი გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად რუსული და ქიმია უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს მეცადინეობისთვის გამოიყენებს.
გურბანს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას დაეუფლება მომავალში, თუმცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. როგორც ამბობს, ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.
ასლის ყველაზე მეტად ხატვა და წიგნების კითხვა უყვარს. სკოლის საგნებიდან კი გეოგრაფია, ისტორია და უცხო ენები იტაცებს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტი უკვე არჩეული აქვს - თბილისის ღია უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგარძელება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად ონლაინ სწავლებისთვის გამოადგება.