ჯაჰანგირს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული და ისტორია იტაცებს. როგორც ამბობს, ინტერნეტი ყველაზე მეტად ონლაინ სწავლებისთვის გამოადგება.
ქეთევანს ჯერ არ აქვს მოფიქრებული, სად ჩააბარებს ან რას შეისწავლის, თუმცა სკოლაში სამოქალაქო განათლება და ბიოლოგია ყველაზე მეტად უყვარს. თავისუფალ დროს ბევრი რამის კეთება უყვარს - ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, კითხვა და ხატვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძალიან გამოადგება ინფორმაციის მოძიებისთვის.
მარიამს თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.
თამუნას ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა, თუმცა ვიზაჟისტობაზე ფიქრობს. კითხვა ძალიან უყვარს, თვლის, რომ ზოგადი განათლების მისაღებად ერთ-ერთი საუეთესო გზაა სწორედ კითხვაა.
ნანას სურს სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია და გეოგრაფია უყვარს, რადგან ფიქრობს რომ ორივე საინტერესო საგანია. მისი აზრით, ინტერნეტი ახალი ინფორმაციების მოძიებაში და წიგნების კითხვისთვის გამოადგება.
მარიამი კითხვით არის გატაცებული. როგორც ამბობს, უყვარს როდესაც პერსონაჟების სამყაროში მოგზაურობს და მათ განცდებს შეიგრძნობს. მომავალ პროფესიას რაც შეეხება, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა დიპლომატობა ან იურისტობა სურს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ფაქტების გაგებაში და ენების შესწავლაში დაეხმარება.
მარიამს სურს, სოციალური მუშაკი გამოვიდეს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული, ისტორია და ინგლისური უყვარს. ინტერნეტს რაც შეეხება, მისი თქმით, ძირითადად სასკოლო აქტივობებისთვის გამოიყენებს.
ნათიას ყველაზე მეტად მზარეულობა უყვარს. მომავალ პროფესიადაც მზარეულობას გეგმავს. მისი თქმით, ინტერნეტი ბევრ რამეში გამოადგება.
ნიკა მოთხრობების კითხვით არის გატაცებული.ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
მარიამს სურს პროკურორი გამოვიდეს! უნივერსიტეტიც არჩეული აქვს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩააბაროს. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ონლაინ გაკვეთილებისთვის და საინტერესო მასალის მოსაძიებლად გამოადგება.
რეზიკოს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად გეოგრაფია და ქართული უყვარს. მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოადგება.
ნინოს მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს წიგნიების კითხვა იტაცებს. მისი თქმით, ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და ფილმების საყურებლად გამოიყენებს.