ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მოტივირებულ მოსწავლეს გაგაცნობთ,
გურჯაანის სოფელ ჩალაუბნიდან!
სალომე ბავშვობიდან ფიქრობდა, რომ ლეპტოპი ,,სხვა სამყაროში გადასასვლელი ფანჯარა” იყო. იმ დროს მხოლოდ სათამაშო კომპიუტერი ჰქონდა, წლების შემდეგ კი როცა 2021-ში საკუთარი ლეპტოპი გადავეცით, გვითხრა, რომ მოლოდინი ნამდვილად გაუმართლდა.
ამბობს, რომ სწორედ ინტერნეტის დახმარებით აღმოაჩინა, თუ რა ხდებოდა მისი გარემოს მიღმა - გაიარა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კურსი, მონაწილეობა მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტის ,,დიპლომატიის სკოლაში”, გახდა გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრი…
🦸 მონაწილეობით სულაც არ შემოიფარგლა და მიღებული ცოდნის თავის სკოლაში გაზიარებაც დაიწყო - ტრენინგები ჩაატარა გენდერულ თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებსა და დებატების წესებზე. საკუთარი ორგანიზაციის შექმნაც სურს, რომელიც გურჯაანში იმუშავებს და ახალგაზრდებს ზუსტად ისევე დაეხმარება, როგორც მას დაეხმარნენ.
|