ძვირფასო მხარდამჭერო,
მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხართ.
თქვენი მხარდაჭერით მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ, ახლა კი ოქტომბრის მიღწევებზე მოგიყვებით. კიდევ 21 მოსწავლემდე მივიტანეთ კომპიუტერი და ინტერნეტიც ჩავურთეთ. თავდაპირველად მათ საჩხერის სოფლებში, კორბოულსა და სხვიტორში, ვესტუმრეთ. თვის ბოლოს კი გორისკენ გავეშურეთ – უფროსკლასელები კონფლიქტისპირა სოფლებში, კარალეთსა და დიდ გარეჯვარში, გველოდნენ. მათ უკვე აქვთ წვდომა განათლების რესურსებზე და იმედი გვაქვს, თავიანთი პოტენციალის რეალიზებასაც შეძლებენ.
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
|