ოქტომბერი 2025

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის. 

ნაყოფიერ ოქტომბერზე უნდა მოგიყვეთ! თქვენი მხარდაჭერით შევძელით და 
71 მოსწავლემდე მივიტანეთ ლეპტოპი. მათ უკვე ყოველთვიურ ინტერნეტსა და სასწავლო რესურსებზე წვდომაც აქვთ. 

ჯერ სვანეთს ვესტუმრეთ - მიუხედავად იმისა, რომ მესტიამდე ჩვენი✈️გაფრენის გეგმა უამინდობის გამო გაუქმდა, მაინც ჩავაღწიეთ და ლატალში, მულახსა და კალაში მომლოდინე ბავშვები გავახარეთ. შემდეგი გაჩერება მაღალმთიანი აჭარა იყო, სადაც ხულოს სოფლები წაბლანა, ქვემო ვაშლოვანი და ხახისძირი მოვიარეთ.

თვის ბოლოს გალიდან თბილისის ბანაკში გვესტუმრნენ მოსწავლეები – ტრადიციულად შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ლეპტოპები დავახვედრეთ. 
  
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ოქტომბერში ჩართული მოსწავლეები მესტიიდან, ხულოდან და გალიდან
📷 ოქტომბრის ყველა ფოტო
 
გასულ თვეს გალიდან თბილისში 18 ახალგაზრდა გვესტუმრა

ბანაკი ისევ Fabrika Hostel-ში ჩავატარეთ, მოსწავლეებმა სემინარები მოისმინეს ადამიანის უფლებების, მედიაწიგნიერების, კარიერის დაგეგმვის, ფინანსური განათლებისა და თავისუფალი აზროვნების შესახებ.

ბავშვებს ძველი თბილისიც დავათვალიერებინეთ და FabLab Iliauni, დომინოს პიცისა და კოკა კოლას ქარხნის დახმარებით საინტერესო გასვლითი აქტივობებიც მოვუწყვეთ. საჩუქრების გარეშე არც ამ ნაკადის მოსწავლეები დაგვიტოვებია - ფონდმა ,,აქციომ" ეკომეგობრული დამტენები გამოუგზავნა, ჩვენ კი წიგნები შევუძინეთ. 

კვლავ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს!
 
კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს! ,,ჩართეს" ხელმძღვანელი, მარიამ მჭედლიშვილი,  ილიაუნმა დააჯილდოვა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც წარმატებული კურსდამთავრებული. 🥳
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: 
მანჩო ლაგოდეხიდან, 18 წლის
,,მიტაცებს ხატვა, ახლა უფრო მარტივია ვიპოვო ინტერნეტში ის, რაც მომეწონება და გადავხატო ან ჩემით ვისწავლო დახატვა. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადები, მინდა, რომ გრაფიკული დიზაინი შევისწავლო. ახლა უფრო მეტად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და ტრენინგებში. თავისუფალ დროს კი ფილმებს ვუყურებ და კარგადაც ვერთობი."
 
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
საავტორო უფლებები © 2025 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი, ვინაიდან დარეგისტრირდით ჩვენს ვებსაიტზე.

დაგვიკავშირდით: [email protected]