სექტემბერი 2024

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის.

დროა, სექტემბერი შევაჯამოთ და ჩვენს თავგადასავალზე მოგიყვეთ —კიდევ 
56 უფროსკლასელს ჩავუტანეთ ლეპტოპი! მოვიარეთ მაღალმთიანი აჭარა და ასევე გალელ მოსწავლეებს შევხვდით. უკვე ინტერნეტიც ჩავურთეთ და თქვენი მხარდაჭერით ყოველთვიურად დავუფინანსებთ. მათთვის სასარგებლო რესურსების გზამკვლევი გვაქვს მომზადებული, რომ განათლების მიღება უფრო გავუმარტივოთ.
 
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ახალი მოსწავლეები ხულოდან და გალიდან
 
📷 სექტემბრის ყველა ფოტო
 
სასიამოვნო სიახლე გვაქვს — HR პროფესიონალთა ასოციაციას დავუმეგობრდით და წლევანდელ HR Congress-ზე გვიმასპინძლებენ!

ღონისძიებაზე იკრიბებიან HR სპეციალისტები, სხვადასხვა ბიზნესების აღმასრულებლები, საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ კი საშუალება გვექნება, რომ მათ ჩვენი პროექტი გავაცნოთ, მეტი მხარდამჭერი ვიპოვოთ და შემდეგ მეტი მოსწავლე ჩავრთოთ. დიდი მადლობა HRPA Georgia-ს კუთხის დათმობისთვის. 

ასე რომ, ორშაბათს, 7 ოქტომბერს 12:00-დან 19:00-მდე სასტუმრო პულმანში შეგიძლიათ გვიპოვოთ. კონგრესის შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავთ. 
 
ახლა კი ტრადიციულად, ჩვენი მოსწავლეები უნდა გაგაცნოთ — ამჯერად მომავალი პროგრამისტები და მათემატიკოსი ცაგერიდან! ნახეთ, რა გამოწვევებს ხვდებოდნენ კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე, რა მისწრაფები აქვთ და რას გეგმავენ მომავალში.
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
ხატია ქედადან, 18 წლის
,ქსოვა მიყვარს, იუთუბზე ტუტორიალებს ვუყურებ და ვქსოვ. ხატვითაც უკეთ ვხატავ - მოვიძიებ ნახატს, ვნახავ გაკვეთილს და ვცდილობ იგივე გავიმეორო. ახლა მაინც უფრო სწავლაზე გადავერთე, რადგან აბიტურიენტი ვარ. კომპიუტერს თითქმის ყოველდღე ვიყენებ რომ თხზულებები დავწერო და დავალებები ჩქარა შევასრულო. ინგლისურის მასწავლებელი მინდა გავხდე.“ 
 
გამოგვყევით, რომ ნახოთ ჩვენი სამუშაო პროცესი, მოსწავლეების წარმატების ისტორიები და სიახლეები!
Facebook
Instagram
 
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
საავტორო უფლებები © 2024 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით: info@educaregeorgia.org