ძვირფასო მხარდამჭერო,
მადლობა თანადგომისთვის.
ამ თვის ანგარიშს არასტანდარტულად ვიწყებთ. თებერვლის ბოლოს მოსწავლეებთან ვიზიტიდან უკან დაბრუნებულები ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევით. უკვე თბილისში შემოსულები გზაჯვარედინზე მოულოდნელად გადმოსულმა მანქანამ გადაგვაბრუნა. ჩვენი მძღოლი და ფოტოგრაფი უვნებლად გადარჩნენ, ჩვენი მარიამი კი ახლაც მკურნალობს და წინ გრძელი რეაბილიტაციის პროცესი ელის.
ამ მიზეზით მარტში მოსწავლეებთან სოფლებში ჩასვლა ვეღარ მოვახერხეთ, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მხნედ მყოფი მარიამის შეჩერება მართლაც რთულია. გატეხილი ლავიწითაც კი შეძლო ბანაკის ორგანიზება და გალიდან ჩამოსულ 16 მოსწავლეს თბილისში ვუმასპინძლეთ.
მეგობარი კომპანიების დახმარებით, მათ სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა დავახვედრეთ. ამ ახალგაზრდების უმეტესობისთვის, ეს თბილისში პირველი სტუმრობა იყო და ამიტომ ძალიან დასამახსოვრებელი, ნაყოფიერი 4 დღე გამოვიდა. უფრო ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით.
ჩართულ მოსწავლეებს რაც შეეხება, აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
|