01 - 30 სექტემბერი
ელიტ ელექტრონიქსში შეძენილი თითოეული ნივთიდან 1 ლარი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ჩართე“
ელიტ ელექტრონიქსში შეძენილი თითოეული ნივთიდან 1 ლარი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ჩართე“
პროექტი „ჩართე“ საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ჩვენი აზრით, ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
დაგვიტოვე ელ. ფოსტა და ყველა იმ მოსწავლის მიღწევებს, ისტორიებს და ფოტოებს გამოგიგზავნით, რომელიც ლეპტოპსა და ინტერნეტს თქვენი შემოწირულობით მიიღებს.
იხილეთ წინა თვის ანგარიში
100%
გამჭვირვალე
პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა. ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს, სადაც აღწერილია პროექტის თითოეული ხარჯი, და ბრუნვის საბანკო ამონაწერს.
ელიტ ელექტრონიქსი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი და მზარდი კომპანიაა საქართველოს სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, რომელიც ქმნის უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებას და ნერგავს ინოვაციებს. ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა უახლეს ტექნოლოგიას და ემსახურება მეტი სიმარტივისა და კომფორტის შეტანას ადამიანების ცხოვრებაში.
1996 წლიდან კომპანია მუდმივად ფართოვდება და დღეს ქვეყნის მასშტაბით, 15 რეგიონში, აერთიანებს 23 მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს 200-მდე წამყვანი ბრედის 7000-მდე დასახელების წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი და ციფრული მიმართულების პროდუქცია და ავეჯი.
ელიტ ელექტრონიქსი, ყველაფერი კომფორტულად ცხოვრებისთვის.