დაგვეხმარე მანქანისთვის თანხის შეგროვებაში

აგვისტო 2026

 
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: 
ლუკა, მესტიის სოფელ ლახამიდან,
17 წლის

,,ინტერნეტი დამეხმარა მომეძიებინა ინფორმაცია სხვადასხვა ფაკულტეტის და პროფესიული პროგრამების შესახებ. ვაპირებ გავხდე გარემოს ინჟინერი, რადგან ძალიან მიყვარს მთა და სოფლები. მინდა უკეთესი გარემოს შექმნაში და აქაურობის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ლეპტოპს მე და ჩემი უმცროსი და ვიყენებთ სასკოლო პრეზენტაციებისთვის და პროექტებში ჩასართავად".
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის.

აგვისტოში თქვენთან ერთად კიდევ
39 მოსწავლეს ჩავუტანეთ ლეპტოპები, თან მთიელი წიგნების ნაჩუქარი ლიტერატურა გადავეცით. მოვიარეთ კახეთი და სამეგრელო, ასევე გალში მცხოვრები მოსწავლეებიც ჩავრთეთ! თქვენი დახმარებით მათ უკვე ყოველთვიურ ინტერნეტზე, სასწავლო რესურსებსა და უამრავ შესაძლებლობაზე წვდომაც აქვთ. 
 
 გაიცანით მოსწავლეები, რომლებსაც ივლისში გადავეცით ლეპტოპები 
🚗 როგორც იცით, ,,ჩართეს" საკუთარი მანქანა არ ჰყავს და ამჯერადაც ჩვენი მხარდამჭერი დაგვეხმარა კახეთში მოსწავლეებთან მისვლაში. დიდი მადლობა თამარს, ანას და ზაურს, რომ დაუზარელად შემოგვატარეს საგარეჯოს სოფლები და უფროსკლასელები ჩვენთან ერთად გაახარეს!
📸 აგვისტოს ყველა ფოტო 📸
 
9 წლის წინანდელი ვიდეო აღმოვაჩინეთ - მაშინ ჯერ მხოლოდ 23 მოსწავლე გვყავდა ჩართული წეროვანში, ახლა კი მთელ საქართველოში 3500-მდე მონაწილე გვყავს.
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით ხართ და ისევ ერთად ვაგრძელებთ მოსწავლეების ჩართვას!
 
გაიცანით პროექტის ერთგული მხარდამჭერი და ჩვენი მოსწავლეების საყვარელი ტრენერი - მურო თავადაც გალიდანაა და „ჩართეს“ ბანაკებში იქაურ ახალგაზრდებთან შეხვედრა და ურთიერთობა მისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.
 
👩‍🎓 წელსაც სიამაყით გიზიარებთ - ჩვენი მოსწავლეების ნაწილი უკვე სტუდენტი გახდა!

გვჯერა, რომ ლეპტოპი, რომელიც სკოლის წლებში გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარა მათ, მომავალშიც ერთგულ მეგზურობას გაუწევს. იმედი გვაქვს, შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და მიზნების მიღწევას განვითარებულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში. 🇬🇪 🇪🇺
 
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ 10-12 სექტემბერს Ad Black Sea-ს ღონისძიებაზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენი სტენდით

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე საქართველოს და მსოფლიოს სარეკლამო, მარკეტინგული და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები სფეროს უახლეს ტენდენციებზე, ინოვაციებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრებენ. ჩვენ კი საშუალება გვექნება, რომ მათ ჩვენი პროექტი გავაცნოთ, მეტი მხარდამჭერი ვიპოვოთ და შემდეგ მეტი მოსწავლე ჩავრთოთ. თქვენთან პირადად შეხვედრაც ყოველთვის გვიხარია! დიდი მადლობა ფესტივალს კუთხის უსასყიდლოდ დათმობისთვის. 

ასე რომ, 10 სექტემბერს 12 საათიდან ბათუმში, სასტუმრო შერატონში, შეგიძლიათ გვიპოვოთ. ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავთ. 
 
ერთობლივი ძალისხმევით აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
საავტორო უფლებები © 2026 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით: [email protected]