მხარდამჭერი კომპანიების თანამშრომლებისთვის
 

გვიხარია, რომ გვაქვს შანსი, გაგაცნოთ ჩვენი პროექტი.

ჩართე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. 

2500+ ყოველთვიური შემომწირველი სწყალობით უკვე თითქმის 1400 მოსწავლე დავაფინანსეთ. მათ მივეცით წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, ტრენინგებზე და ვუწევთ მუდმივ მენტორობას.

ახლა ვემზადებით მომავალი სასწავლო წლისთვის. 78 000 მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე და გვინდა, რაც შეიძლება მეტი უფროსკლასელი ჩავრთოთ.

მოვამზადეთ სიუჟეტი კონფლიქტისპირა სოფლებიდან, სადაც დეტალურად გაიგებთ, როგორ ვმუშაობთ. გთხოვთ, გაუზიაროთ ვიდეო მეგობრებს. თითო გაზიარებისას პლატფორმას საშუალოდ 3 ლარი ემატება
გააზიარეთ ვიდეო გააზიარეთ ვიდეო
 
კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ?
 
1. თქვენც ჩართეთ
ჩვენ კი ყოველთვიურ გამჭვირვალობის ანგარიშს გამოგიგზავნით და გიამბობთ, ვინ დავაფინანსეთ და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება. 
 
2. გააკეთეთ ერთჯერადი შემოწირულობა
შემოწირვა მეგობრის სახელზეც შეგიძლიათ, მას კი საჩუქრად პერსონალიზებულ წერილს გაუგზავნით. 
 
3. შეიძინეთ ჩართეს მაისური
შეიძინეთ „ჩართეს“ მაისური ან ჰუდი maika.ge-დან - ყოველ შენაძენზე 5 ლარი „ჩართეში“ გადმოირიცხება.
 
ჩვენს პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
 
გამოგვყევით:
Facebook
Instagram
და გამოიწერეთ ჩვენი ყოველთვიური გამჭვირვალობის ანგარიში:
 
ანგარიშის გამოწერა
 
„ჩართეს“ გუნდს ველზე თქვენც შეგიძლიათ გაყვეთ. შეავსეთ ფორმა:
მეც წამოვალ ველზე
თუ გსურთ, შეცვალოთ მსგავსი შეტყობინებების მიღების ფორმა,
თქვენ შეგიძლიათ ეცვალოთ პარამეტრები ან ააუქმოთ გამოწერა.

*|IF:REWARDS|* *|HTML:REWARDS|* *|END:IF|*