აპრილი 2023

 
 
გამარჯობა,
მადლობა დაინტერესებისთვის!

დროა, აპრილის ამბები გაგიზიაროთ. გასულ თვეს განსაკუთრებულად ბევრი საინტერესო ამბავი გადაგვხდა და ვეცდებით, მოკლედ მოგიყვეთ. გადაკეტილი რიკოთის უღელტეხილის მიუხედავად, იმერეთში გავაგრძელეთ მუშაობა და ბაღდათსა და ხარაგაულს ვესტუმრეთ. თქვენი მხარდაჭერით კიდევ 
20 უფროსკლასელს აქვს საკუთარი კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტზე!
 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით გასულ თვეს ჩართული მოსწავლეები ხარაგაულიდან და ბაღდათიდან:
აპრილის ყველა ფოტო
 
გადავწყვიტეთ, ჩვენი გამჭვირვალობის ანგარიში პირდაპირ ეთერში გაგაცნოთ, მოვისმინოთ თქვენი კითხვები და უკუკავშირი. ხვალ 15 წუთიან ლაივზე გეპატიჟებით! გელოდებით 4 მაისს, 20:00-ზე ჩვენს Facebook გვერდზე ან Zoom-ში.

მეტი დეტალი და ღონისძიების ბმული  https://fb.me/e/13dobJovI
 
 „ჩართეს" ისტორიაში პირველად - ჩვენმა გულმხურვალე დონორმა,
დავით გელაშვილმა, თავისი მანქანით წაგვიყვანა ველზე!  
 
აპრილში ბაღდათში, დიმელ ქალებთან ერთად „გლიცინიაში“ ჩავატარეთ სემინარი.
 
‍ ჩვენმა მოსწავლეებმა კიბერუსაბრთხოებაზე, ტექნოლოგიებსა და ფინანსურ განათლებაზე მოუსმინეს სპიკერებს.
 
ტრადიციულად, ჩვენი მოსწავლის ისტორიაც უნდა მოგიყვეთ - გაიცანით 16 წლის ნიკა, რომელიც მეტეოროლოგიითაა გატაცებული!
 
ნიკა იმერეთში, სოფელ ხიდარში ცხოვრობს. გარშემო ვინმეს ამინდთან დაკავშირებით რამე თუ აინტერესებს, ხშირად სწორედ მას ეკითხებიან. თითქმის ყოველდღე აკვირდება ცას - ღრუბლებს, ვარსკვლავებს, ფრინველებს - შემდეგ კი კლიმატის ცვალებადობას ინიშნავს და დასკვნებსაც აკეთებს. 

ინტერნეტით ამინდის გამოცნობის ბევრი სხვადასხვა ხერხი მოიძია. როგორც თავად გვიამბობს, უკვე იმდენი ინფორმაცია შეაგროვა, ველურ ბუნებაში, უინტერნეტოდაც კი შეძლებს კლიმატის ,,წინასწარმეტყველებას".

ნიკას სამომავლო პროფესია, ჯერ არ მოუფიქრებია, მაგრამ დიდი მონდომებით აგრძელებს ცისარტყელაზე, წითელ ღრუბლებსა და ცხოველებზე დაკვირვებას!

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: სალომე კასპიდან, 16 წლის.
ხშირად ვწერ ხოლმე ლეპტოპში იმას, რაც გადამხდა ან უბრალოდ გულში მაქვს და მინდა ვინმეს გავუზიარო... ემოციებისგან ვიცლები და მეხმარება. ოჯახი ფილმებს ერთად ვუყურებთ ხოლმე. ჩემს ყოველდღიურობაში კომპიუტერის გაჩენის შემდეგ მართლა ძალიან შეიცვალა ყველაფერი.
 

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

ჩართეთ
 
მაღალმთიან აჭარასა და იმერეთში კიდევ 140-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა
 
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com