აპრილი 2022

 

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო,
 
მადლობა გულშემატკივრობისთვის.

აპრილში კვლავ იმერეთში, ამჯერად ზესტაფონსა და ვანში, ვიმოგზაურეთ. კიდევ
40 არაჩვეულებრივ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და მოვამარაგებთ სასარგებლო რესურსებით!
 
 აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ჩვენი ახალი მოსწავლეები ზესტაფონიდან და ვანიდან:
 
აპრილის ყველა ფოტო
 
გახსოვთ სევერიანი ჩოხატაურიდან? 2018 წელს ჩართვის შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი წარმატებები დაგროვდა და გადავწყვიტეთ, კვლავ გაგიზიაროთ. 🚀

ეროვნულ ოლიმპიადაში მაღალმა შედეგებმა ბაქსვუდის საზაფხული ბანაკში მოახვედრა, სადაც უამრავი მეგობარი შეიძინა და როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ბანაკელი, ინგლისში წასვლითაც კი დაჯილდოვდა. სევერიანმა საფრანგეთშიც იმოგზაურა - „ჩართეს“ პარტნიორების ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალზე. ✈

🪐 სევერიანი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის, სამშენებლო მიმართულებაზე სწავლობს. ჯერ მხოლოდ პირველკურსელია, თუმცა თანაუნივერსიტეტელ პროგრამისტებთან და ელექტრიკოსებთან ერთად „მარსმავლის“ პროექტზე მუშაობს! 

🤖 „მარსმავალზე“, დისტანციურ მართვაზე მომუშავე რობოტზე, ჩავეკითხეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ინფორმაციის გასაჯაროება ჯერ არ შეიძლება. ჩვენც რაღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ და ერთად დაველოდოთ სევერიანის სამეცნიერო მიღწევებს!

 
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: გიგა და ნიკა, 16 წლის.

ინტერნეტმა გაცილებით გამიადვილა ხალხთან კონტაქტი, ამ დროში ჩვენთვის - ბავშვებისთვის - ინტერნეტი არის შეუძლებლის გამკეთებელი. ინტერნეტით ვიგებთ ახალ ამბებს, ვუყურებთ ფილმებს, ვიწაფებით უცხო ენაში. ინტერნეტი ჩვენთვის არის  მეგობარი, რომელიც ასევე გვართობს. სამომავლოდ მინდა, რომ შევისწავლო კულინარია.
 

ძალიან მხიბლავს ეს საქმე და მინდა დავეუფლო რაღაც დონეზე, ინტერნეტი კი მეხმარება იმაში, რომ გავერკვე ამ სფეროში. ვუყურებ ვიდეოებს, სადაც ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადო კერძები.”

“მინდა კომპიუტერული უნარები განვივითარო და პროგრამირება ვისწავლო. ინტერნეტით ფილმებს ვუყურებ, ძირითადად სათავგადასავლო და ფანტასტიკის ჟანრში. მიტაცებს ძველი მანქანების მოდელები.

 

ჩვენთან ვაკანსიაა! 🔎 ვეძებთ შემოქმედებით, სანდო კომუნიკაციის მენეჯერს.

გაიგეთ მეტი
 
აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში კიდევ 100-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა
 

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 🎁

ჩართეთ
 
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © 2022 Educare Georgia, ყველა უფლება დაცულია.