აგვისტო 2023

 
 

გამარჯობა, 
მადლობა დაინტერესებისთვის!

დროა, გიამბოთ რა გადაგვხდა გასულ თვეს. აგვისტოს ცხელ დღეებში დასვენების მაგივრად, ჩვენი გუნდის წევრები მაღალმთიან აჭარაში გაემგზავრნენ, რომ მოსწავლეებთან ლეპტოპები მიეტანათ. ენერგიის მთელი მარაგი მოიკრიბეს, რთულად სავალ გზებს არ შეუშინდნენ და კიდევ 
71 უფროსკლასელი გაახარეს ხელვაჩაურის, ქედასა და შუახევის სოფლებში.
 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ახალი მოსწავლეები ხელვაჩაურიდან, ქედასა და შუახევიდან:
აგვისტოს ყველა ფოტო
‍ უმაღლეს სასწავლებლებლებში ჩვენი მოსწავლეებიც ჩაირიცხნენ!

აწ უკვე სტუდენტების პოსტებმა გული გაგვიხარა და მათი ნებართვით, გადავწყვიტეთ თქვენც გაგიზიაროთ:
 
ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აბიტურიენტზე გიამბობთ!
 
ნია სამეგრელოს პატარა ქალაქ აბაშაში ცხოვრობს და დიდი მიზნები აქვს. უცხო ენები და საერთაშორისო პოლიტიკა აინტერესებს და პროფესიაც შესაბამისი აირჩია. მთელი წლის განმავლობაში იშრომა, ყველა შესაძლო ონლაინ ტესტი გააკეთა, უამრავი თემა დაწერა და სასურველ შედეგსაც მიაღწია - გრანტი მოიპოვა და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 

ნიას ცხოვრება მხოლოდ მეცადინეობსგან სულაც არ შედგება. გვიამბობს, რომ კომპიუტერი ეხმარება, განივითაროს უნარები და ცოდნის უკეთესად გამოვლენა შეძლოს. ინტერნეტით მოხალისეობის შესაძლებლობა აღმოაჩინა და არაფორმალურ განათლებაში ჩაერთო - არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,Helping Hand”-ის ონლაინ ტრენინგები გაიარა, საპროექტო დავალებასაც გაართვა თავი და ტრენერიც გახდა

თავისუფალ დროს წიგნებს კითხვა უყვარს. შეიძლება გახსოვთ კიდეც, ,,ჩართეს” მოსწავლეებს ელ. წიგნების პლატფორმა ,,საბამ” უფასო წვდომა რომ მისცა. ნია ამ შანსს არ გამოაკლდა და როგორც თავად ამბობს ,,შემეცნებას შეუდგა”. ნიასთან საუბრისას იმ ფაქტმაც გაგვახარა, რომ მისი მასწავლებელი დედაც იყენებს ინტერნეტს ბავშვებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსების საჩვენებლად. 

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: 
საბა, ბაღდათიდან, 16 წლის
.სურვილი გამიჩნდა ელექტროინჟინერიაზე ჩავაბარო. 
ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს და მის შესახებ ინფორმაციების მოძიება მინდოდა ხოლმე, მაგრამ მიჭირდა, რადგან ტელეფონის მეხსიერება ვერ უძლებდა. ახლა უკვე ძალიან ბევრი გავიგე
მაღალმთიან აჭარასა და იმერეთში კიდევ 60-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge;
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

ჩართე
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com