აგვისტო 2021

 
 
გამარჯობა, 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

აგვისტოში ჭიათურის 5 სოფელში ვიმოგზაურეთ და კიდევ 12 მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი. მათ სრულად მოვამარაგებთ ინტერნეტით, სასწავლო რესურსებით, გზამკვლევებით, ტრენინგებითა და ჩვენი გუნდის ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერით.

აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ დროისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ჩვენი ახალი მოსწავლეები ჭიათურის სოფლებიდან:
აგვისტოს ყველა ფოტო
 
გაიცანით მარიამი - „გრეის ანატომიით“ ინსპირირებული მომავალი ქირურგი, რომელიც ონლაინ უკვე ემზადება მომავალი კარიერისთვის.

თავისუფალ დროს,  გასართობად და დროის გასაყვანად სერიალებს ალბათ ყველა უყურებს, მაგრამ მარიამი ცოტა განსაკუთრებული შემთხვევაა - სერიალით შთაგონებულმა ქირურგობა გადაწყვიტა. ოღონდ ეს შთაგონება დროებითი და ზედაპირული გატაცება სულაც არ არის - მიზანდასახულად ემზადება მომავალი პროფესიისთვის და ქიმიას და ბიოლოგიას გულდასმით სწავლობს. 

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი ჩავურთეთ, საათობით ზის და ქირურგიული ოპერაციების ჩანაწერებს უყურებს! ასე უკეთ წარმოვიდგენ სხვადასხვა პროცედურებს და საკუთარ თავსაც ექიმის ამპლუაში და სწავლის მოტივაციაც მემატებაო. ინტერნეტის დახმარებით ნაკერების დადებაც ისწავლა - ზის და სხვადასხვა ხილზე ვარჯიშობს. ინტერნეტი ინგლისურის სწავლაშიც ეხმარება - ფილმებსაც ინგლისურად უყურებს, რომ მარტივად გაგებაში დაეხმაროს. 

მარიამის მიზანი საზღვარგარეთ სწავლაა, ოღონდ აუცილებლად საქართველოში დაბრუნებით, რომ მერე აქაც ამაყად დაიწყოს ხოლმე დღე სიტყვებით: „მშვენიერი დღეა სიცოცხლის გადასარჩენად”.

 
დავიწყეთ ინტერვიუების საინტერესო სერია ადამიანებთან, რომლებმაც ინტერნეტის წყალობით გარკვეული სახის წარმატებას მიაღწიეს. 

ნანა ჯანაშია IT სამყაროს ყველაზე მოთხოვნად, ყველაზე რთულ პროფესიას ასწავლის.
 ასწავლის ისე, რომ YouTube-ზე 10 მილიონი ნახვა და 282 ათასი გამომწერი ჰყავს, მის თითქმის $1500-იან, 6-თვიან კურსს კი 500+ მოსწავლე ესწრება.
 
ნანას, როგორც სფეროს ექსპერტსა და ინფლუენსერს, Google-ის მსგავსი ტექ გიგანტები სთხოვენ მათი პროდუქტების მიმოხილვას. ვიეჭვეთ, რომ მის წარმატებაში ინტერნეტს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა და გასაუბრება ვთხოვეთ.
იხილეთ სტატია
 
ჩვენი მოსწავლეები „ჩართვის“ შემდეგ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსაც აუმჯობესებენ! 🕵
იხილეთ კვლევის წინასწარი შედეგები
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით - მაკა, 18
მაკა ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრია. 

ინტერნეტის საშუალებით წელს მოვახერხე და ონლაინ სწავლების უმაღლესი შეფასებები მივიღე. მოვიძიე ინფორმაცია ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტზე და ფაკულტეტზე, რაზეც მსურს მომავალი წლიდან შევუდგე სწავლას.

სამომავლოდ პირველ რიგში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ვაპირებ. ინტერნეტთან წვდომა უფრო მარტივი და ხარისხიანი გახდა, რაც საკუთარი თავის რეალიზებასა და გამტკიცებაში მეხმარება.”

 
ჭიათურაში კიდევ 50-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
 
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. გადადით ლინკზე https://charte.ge/ge/donate

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 🎁

ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@efucaregeorgia.com