2021 წელს ჩვენი მხარდაჭერების წყალობით კიდევ 583 მოსწავლეს მივეცით წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. კვლევის წინასწარი შედეგებით, ჩართვიდან 1 წელში მათი 85% აუმჯობესებს ქულას კომპიუტერულ წიგნიერებაში. 21% უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავლისადმი, 25% კი უფრო დარწმუნებულია, რომ შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს სკოლაში.
ისღა დაგვრჩენია, მთელი გუნდის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრი წელი მოვემსახურებით ჩვენს მოსწავლეებს - იქამდე, სანამ ერთი მსურველი მაინც დაგვიჭერს მხარს.
დეკემბერში გამოვაქვეყნეთ და მთელ ქვეყანას მოვდეთ ეს საოცარი ანიმაცია.
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით:ნინო ჭიათურიდან
„ინტერნეტში ბევრი წიგნის ელექტრონული ვერსია მოიძებნება და მეც ვკითხულობ ისტორიულ, დეტექტიურ წიგნებს, სასიყვარულო რომანებს. ვაპირებ გავხდე ისტორიკოსი, ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებ და ინტერნეტი ძალიან მეხმარება, უფრო მეტად ვზრდი ჩემს ცოდნას.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ონლაინ შემიძლია მეგობრებთან ურთიერთობა, ამიტომ კომპიუტერს და ინტერნეტის ყოველდღე ვიყენებ. ლექციებიც ონლაინ მაქვს. შუალედური გამოცდაც სწორედ კომპიუტერის და ინტერნეტის საშუალებით ჩავაბარე.“
გურიაში, იმერეთსა და კახეთში კიდევ 80-მდეუფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი.