დეკემბერი 2022

 
 
გამარჯობა, 
გვინდა, „ჩართეს“ გუნდის სახელით ახალი წელი მოგილოცოთ და მადლიერება გამოვხატოთ, რომ კვლავ ჩვენთან ერთად ხართ! 

თქვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი თავგადასავლებით სავსე წელი დასრულდა. 2022 წელს 147 დასახლებას ვესტუმრეთ, 20 000 კმ გავიარეთ და ჩვენთვის ახალ რეგიონში, აჭარაში, დავიწყეთ მუშაობა. სულ 475 მოსწვლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი.
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით დეკემბერში ჩართული 31 მოსწავლე ხარაგაულიდან:
 
დეკემბრის ყველა ფოტო
 
საახალწლოდ ჩვენი მიღწევები, თავგადასავლები და გახარებული მოსწავლეები ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. ნახეთ ჩვენი გუნდისა და დონორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი:
გააზიარეთ ვიდეო გააზიარეთ ვიდეო
 
ტრადიციულად, უკვე ჩართულ მოსწავლეზეც უნდა მოგიყვეთ.

✍️ დღეს მწერლობითა და ფოტოგრაფიით გატაცებულ ნინის გაგაცნობთ, თელავის სოფელ ართანადან! 📸

18 წლის ნინიმ წერის ნიჭი პანდემიის დროს აღმოაჩინა. თავდაპირველად ძალიან მორცხვობდა, თავის ნაწერებს მალავდა და არავის აკითხებდა, თუმცა როდესაც ინტერნეტში პლატფორმა „4love.ge“ აღმოაჩინა და თანატოლების მოთხრობები ნახა, თავდაჯერებულობა მოემატა და მასაც მოუნდა თავისი ამბის გამოქვეყნება. ასეც მოიქცა - თავისივე დაწერილი ისტორია „ორ სამყაროს შორის“ მართლაც გაუზიარა ფართო აუდიტორიას! 

ნინის ფოტოგრაფიაც იტაცებს - ფოტოებს არამარტო მეგობრებს, არამედ გარშემო ყველაფერს უღებს. განსაკუთრებით ვინტაჟური სტილი მოსწონს. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა, გვიყვება, რომ კომპიუტერის მიღების შემდეგ მხატვრულ ლიტერატურას ონლაინ უფრო ეცნობა, რადგან ინტერნეტში „უსაზღვრო რაოდენობის მასალებზეა წვდომა”. ამის გარდა, მისივე თქმით ცხოვრება ფილმების ყურების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. მეგობრებს კრებს და თავისი ლეპტოპით კინოჩვენებებს აწყობს!

ნინი უკვე სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს, კომპიუტერით საჭირო მასალებს იძიებს და თავის საყვარელ ჰობებზეც არ ამბობს უარს. 

როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: ამიკო ზესტაფონიდან, 16 წლის.
ჩემი გატაცებაა მანქანები, ავტოინჟინერია და მეგობრებთან ერთად ვიდეოთამაშებით გართობა. ინტერნეტის დახმარებით ზუსტად იმის ნახვა და სწავლა შევძელი, რაც მთელი გულით მსურდა. მინდა შევისწავლო კომპიუტერული პროგრამირება, რომ პროგრამისტი გამოვიდე. ამაში ინტერნეტი ძალიან მეხმარება, ყოველდღე ვსწავლობ ამ პროფესიის შესახებ. 
 
მაღალმთიან აჭარასა და ხარაგაულში კიდევ 160-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა
 
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/donate;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

ჩართეთ
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com