გამარჯობა,
ამ უმძიმესი თვის ანგარიშს განსაკუთრებული მოწოდებით დავიწყებთ.
გვინდოდა, ჩვენც შეგვეტანა მცირე წვლილი უკრაინის გაძლიერებაში. შევქმენით საიტი ForUkraine.ge, რომელზეც შეგიძლიათ, გააკეთოთ შემოწირულობა. თითოეული ლარი გადაირიცხება პარტნიორ უკრაინულ ორგანიზაციებში, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემენ. დაუჭირეთ მხარი უკრაინას თუნდაც 1 ლარით:
|
|
ჩვენ კი თებერვალში 59 მოსწავლე დაგვემატა და აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
|
|
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
|
|
გაიცანით ჩვენი ახალი მოსწავლეები კახეთის, იმერეთის და გურიის სოფლებიდან:
|
|
ჩვენი ყოველთვიური დონორის გადაღებაც მოვახერხეთ.
„თუ ადამიანს ერთხელ მაინც უფიქრია, გაარღვიოს ზრუნვის ვიწრო წრე და მეტ ადამიანს მოემსახუროს მისი სიკეთე, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოს, არის Charte • ჩართე," — Paata Papava, განათლების ექსპერტი.
|
|
ნორვეგიაზე შეყვარებული 17 წლის ბიჭი უნდა გაგაცნოთ!
ლუკა მდინარე ენგურის პირას, ქალაქ ჯვარში ცხოვრობს, მისი გული კი სკანდინავიის მთებს ეკუთვნის. ინტერნეტმა მომავალი პროფესია აღმოაჩენინა და ოცნებების მრავალფეროვანი სიაც შეავსებინა!
ლუკამ გადაწყვიტა, ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ფაკულტეტზე — სკანდინავიური ენების ფილოლოგიაზე — ჩააბაროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რითი გაიტაცა სამეგრელოს პატარა ქალაქში მცხოვრები ბიჭი შორეულმა სამყარომ? ზამთარი ლუკას საყვარელი წელიწადის დროა; გრძელი, ცივი ზამთრით განთქმულმა ჩრდილოეთმა, შემდეგ კი მამაცმა ვიკინგებმა და ნორვეგიულმა ფილმებმა მისი გონება საბოლოოდ მოიცვა.
|
|
რა გასაკვირია, რომ ლუკას სურვილების სიაში პირველი ჩრდილოეთის ციალის ნახვა წერია. სხვა ოცნებებიც გაგვიმხილა - ყველაზე გრძელი გვირაბის გავლა ნორვეგიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება, შუაღამის მზის, ოსლოს, სტოქჰოლმის, ლონდონის და ინგლისის ქალაქ ბიბურის ხილვა.
ახლა აბიტურიენტია და კომპიუტერი „ძვირფას დროს უზოგავს”. ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში — ინტერნეტშია თავმოყრილი. გვიყვება, რომ ლეპტოპის გარეშე ვერც ონლაინ გაკვეთილებს დაესწრებოდა და ვერც წიგნების ელექტრონული ვერსიებით მოემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის. თავისუფალ დროს კომიქსების კითხვას და ანიმეებს ყურებას უთმობს.
გვჯერა, რომ ლუკა აუცილებლად აისრულებს ოცნებებს და ჩრდილოეთის ციალსაც ნახავს!
|
|
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: დავითი , 20 წლის.
|
|
„სკოლა უკვე დავამთავრე და ახლა ვარ აიტი ინჟინერი. კარგად ვიცი ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ინგლისურსაც ვსწავლობ. მომწონს კომპიუტერების და ტელეფონების შეკეთება, ვარჯიში, მუშაობა და რასაც ვსწავლობ, სხვებსაც ვასწავლი. ვაპირებ, ჩემი აიტი ოფისი გავხსნა, უფასოდ ვასწავლო სხვებსაც და დავასაქმო. მინდა, ჩემი წილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში.“ |
|
|
გურიაში, იმერეთსა და კახეთში კიდევ 80-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი.
|
|
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
1. გადადით ლინკზე https://charte.ge/ge/donate
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.
მზადაა! 🎁
|
|
|
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე!
|
|
|
|
|