თებერვალი 2026

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის. 

გალში მცხოვრებ კიდევ
17 მოსწავლეს გადავეცით ლეპტოპი. თქვენი დახმარებით კი ვაგრძელებთ ამ ახალგაზრდებისთვის და მანამდე ჩართული უფროსკლასელისთვის ინტერნეტის ყოველთვიურ დაფინანსებას. მოსწავლეებს წვდომა აქვთ სასწავლო რესურსებზეც, რომ უკეთ შეძლონ განათლების მიღება და განვითარება.
  
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
📷 გაიცანით უფროსკლასელები გალიდან 📷

💻📚 ამ ახალგაზრდებს თბილისში, Fabrika Hostel-ში, ვუმასპინძლეთ და
კვლავ შემეცნებითი და სახალისო აქტივობები დავახვედრეთ:
  • ვორქშოფები კარიერის დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის, ფინანსური განათლების, ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი აზროვნების შესახებ;
  • გასეირნება ძველი თბილისის ისტორიულ ქუჩებში;
  • სამაგიდო თამაში ,,ევროპის გზა", რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ-პარტნიორობის საკომუნიკაციო ქსელის წევრმა, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა ჩაატარა;
ბანაკის ბოლოს კი Supergmiri.ge-ის გადმოცემული წიგნები გავატანეთ საჩუქრად!
 
გასულ თვეს მიწვეულები ვიყავით ,,სოციალური დიზაინის დღეებზე".
 
პროექტის თანადამფუძნებელმა ,,ჩართეს" შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აუდიტორიას გამოცდილება გაუზიარა. დიდი მადლობა დიზაინის ინსტიტუტს ღონისძიებაზე დაპატიჟებისთვის.
 
საიტზე ახალი ფუნქციონალი დავამატეთ!

🎁 თქვენს დაბადების დღეზე ან რაიმეს აღსანიშნავად უკვე საკუთარი კამპანიის წამოწყება შეგიძლიათ.

🔗პირად პროფილში უკვე დაგხვდებათ უნიკალური ბმული, რომელიც შეგიძლიათ მეგობრებს გაუზიაროთ. დაინახავთ დეტალურ ანგარიშსაც - რამდენი მეგობარი შემოგიერთდათ და რა თანხა შეგროვდა.

ჩვენი შთაგონება ის მხარდამჭერები გახდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთ დაბადების დღეზე საჩუქრის ნაცვლად შემოწირულობები შეეგროვებინათ და „ჩართეს“ მოსწავლეებს დახმარებოდნენ. დიდი მადლობა მათ🙏


უახლოეს მომავალში ვიდეოინსტრუქციასაც გაგიზიარებთ.
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: 
გულიკო ხაშურიდან, 20 წლის
,,მინდა ადვოკატი გავხდე, ახლა იურიდიულზე ვსწავლობ. კოვიდის დროს გაკვეთილებს ლეპტოპით ვესწრებოდი. ინტერნეტი კი დამეხმარა, რომ ჩემი პროფესიის შესახებ ყველაფერი გამეგო, რაც მაინტერესებდა. დისტანციურად ვერთვებოდი ადვოკატების შეკრებებზე და კითხვებს ვსვამდი, რომ მათგან მეტი გამეგო და სწორი არჩევანი გამეკეთებინა”.
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
საავტორო უფლებები © 2026 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი, ვინაიდან დარეგისტრირდით ჩვენს ვებსაიტზე.

დაგვიკავშირდით: [email protected]