იანვარი 2023

 
 

გამარჯობა, 
მადლობა დაინტერესებისთვის!

მართალია, იანვარში უამინდობის და ჩაკეტილი გზების გამო მაღალმთიან აჭარაში ვეღარ ავედით, ხარაგაულის გზაზე კი ჩვენს მანქანას სირთულეები დახვდა, მაგრამ მუშაობა მაინც გავაგრძელეთ და პროექტს 12 ახალი მოსწავლე შევმატეთ. ვიმოგზაურეთ ხარაგაულის რაიონში - მოვიარეთ კიცხი, საქარიქედი, ლახუნდარა, ვარძია და ბუდიანეთი.

 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით გასულ თვეს ჩართული მოსწავლეები ხარაგაულიდან:
 
იანვრის ყველა ფოტო
 
ჩვენი ბევრგზაგამოვლილი მანქანა იანვარშიც შეეჯახა თავსატეხებს, ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით გზაზე მდგარი ადამიანი კი ჩვენი გადამრჩენელი აღმოჩნდა. 
სრული ამბავი
 
ტრადიციულად, უკვე ჩართულ მოსწავლეზეც უნდა მოგიყვეთ.
ღეს ბექას გაგაცნობთ - მიზანდასახულ ინჟინერიის სტუდენტს წალკიდან! 

ბექასთან ლეპტოპი 2020 წლის სექტემბერში ჩავიტანეთ, მაშინ როცა კოვიდპანდემიის გამო მთელი ქვეყნის სკოლები ონლაინ სწავლობდნენ. ბექა ამ დროს აბიტურიენტი იყო და როგორც თავად გვიყვება, კომპიუტერის უქონლობის გამო, ვერც გაკვეთილებს ესწრებოდა და დამატებით მასწავლებლებთან მომზადებასაც ვერ ახერხებდა.

ეს რეალობა მალე შეიცვალა. ბექამ ინტენსიური მეცადინეობა დაიწყო და წლის ბოლოს სასურველ მიზანსაც მიაღწია - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა ინჟინერიის ფაკულტეტეზე!

ახლა უკვე მეოთხე კურსზეა და ბევრს შრომობს, რომ კარგი ინჟინერი დადგეს. პირველ კურსზე დისტანციური სწავლის გამო წალკიდან ერთვებოდა ლექციებს, თუმცა ახლა უკვე ნამდვილი სტუდენტობა აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. თავისუფალ დროს სპორტული აქტივობებითაა დაკავებული - ფეხბურთს ან ფრენბურთს თამაშობს ან ცხენით ჯირითობს. 

ბექას თქმით, მისი ინფორმაციის მთავარი წყარო ინტერნეტია, თუმცა პიროვნულ ზრდაში წიგნების კითხვა და ფილმების ყურებაც ეხმარება. 

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: გიორგი წყალტუბოდან, 16 წლის.
„ ფეხბურთის თამაში ჩემი ცხოვრებაა, ინტერნეტში კი ფეხბურთელებზე უამრავი რამ აღმოვაჩინე და მატჩებსაც ვუყურე. ვცდილობ უცხო ენები შევისწავლო, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სილამაზეებს ვათვალიერებ, ფოტოებით თითქოს დავმოგზაურობ. 
 
მაღალმთიან აჭარასა და ხარაგაულში კიდევ 160-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com