ივლისი 2022

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის!

დღეს მოკლედ მოგიყვებით გასული თვის გამორჩეულ ამბებს. ივლისში მუშაობა ზესტაფონის რაიონში გავაგრძელეთ, მაღალმთიან აჭარასაც ვესტუმრეთ და კიდევ ერთხელ მოვიხიბლეთ ზღაპრული მთებით. აჭარაში 26, ხოლო ზესტაფონში 18 მოსწავლეს გადავეცით ლეპტოპები და ჩავურთავთ ინტერნეტს.


 
 აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ჩვენი 44 ახალი მოსწავლე:
 
ივლისის ყველა ფოტო
 
იცოდით, ჩვენი მაისურის შეძენა maisuri.ge-ზე რომ შეგეძლოთ? თითოეული ნივთის გაყიდვიდან „ჩართეში“ 5 ლარი გადმოირიცხება და მოხმარდება მოსწავლეთა ინტერნეტსა და კომპიუტერს! 
მინდა მაისური
 
დღეს ჭიათურელ მარიამზე მოგიყვებით, რომლის პროექტითაც საქართველოს სამ ქალაქში მზის პანელები დამონტაჟდება!

მარიამი სოფელ რგანში ცხოვრობს. სკოლაში მხოლოდ 80 მოსწავლეა, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუ კომპიუტერი სჭირდებათ მასთან უნდა მივიდნენ - დაეხმარება და დაყვედრების გარეშე ათხოვებს. მარიამს არ სურს სხვას ის გამოაცდევინოს, რაც თვითონ გაიარა. მიზნადაც განათლების სისტემის შეცვლა აქვს დასახული, უნდა თავისი წვლილი შეიტანოს და ეს მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის კონკურსში თავის სკოლელებთან და მასწავლებელთან ერთად იმონაწილევა. მათი იდეა დაფინანსდა - ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში მზის პანელები დამონტაჟდება. ეკოაქტივისტობის გარდა, მარიამს ჟურნალისტობაც გამოსდის. დაიჯერებთ? თავისი გადაცემებს, რეპორტაჟებს აკეთებს და მულტფილმებსაც ახმოვანებს!

ახლა, როცა უკვე კომპიუტერი აქვს, მისი ყოველდღიურობა შეიცვალა. სკოლაში გაკვეთილების მომზადებისას სულ ცდილობს კანვას პროგრამით ანიმაციები შექმნას და ბავშვებს გაუზიაროს. მისი თქმით, ახსნა იმდენად კარგად გამოსდის, რომ ბიოლოგიის მასწავლებელმა გაკვეთილიც კი ჩაატარებინა. წელს აბიტურიენტია და გამოცდებისთვის საგულდაგულოდ მოემზადება.

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: ლიკა ჭიათურიდან, 18 წლის.
მას შემდეგ, რაც „ჩართესგან“ მივიღე საჩუქრად კომპიუტერი, უკვე თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა პრეზენტაციები და გამეხსნა ის ფაილები, ონლაინ წიგნები, რომელსაც ტელეფონი არ ხსნიდა. კომპიუტერის გადმოცემა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა გავხდი სტუდენტი და როცა კომპიუტერი მართლაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში და დამეხმარა, რომ ფეხი ამეწყო ონლაინ სწავლისათვის.

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

მე ჩავრთავ
მაღალმთიან აჭარაში კიდევ 131 უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com