ტრადიციულად, უკვე ჩართული მოსწავლეც უნდა გაგაცნოთ.
დღეს კომპიუტერულ მეცნიერებებზე შეყვარებულ 19 წლის თორნიკეზე მოგიყვებით, რომელიც შარშან ჭიათურაში გავიცანით.
თორნიკე ცხოვრებას ორ პერიოდად ყოფს - კომპიუტერამდე და მას შემდეგ. როცა პირველად გამოიყენა, მასა და კომპიუტერს შორის ურთიერთობა „ადამიანურად“ განვითარდა - ჯერ გაიცნო, მერე საუკეთესო მეგობრები გახდნენ, ახლა კი ერთმანეთს მუდამ მხარში უდგანან. თორნიკეს ამბიციური მიზანი აქვს დასახული - ეთიკური ჰაკერი უნდა გახდეს. სურს, სისტემები და ადამიანთა პირადი სივრცე დაიცვას. მისთვის ეს გამოწვევაა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, თუ ჰაკერი ძლიერია, ეთიკური ჰაკერი ორჯერ უფრო მეტად ძლიერი უნდა იყოს, რომ ბრძოლაში გაიმარჯვოს.
|