ახლა კი, ტრადიციულად, წერილის მიწურულს, უკვე ჩართულ მოსწავლეს შეგახვედრებთ.
საქმიანი და მიზანდასახული 19 წლის ლუკა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლობს საზღვაო აკადამიაში. მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ნიგაზეულში გაიზარდა და ახლა სასწავლებლად ბათუმში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ძალიან უნდა მისი სოფელი არ დაიცალოს და მცხოვრებლები შენარჩუნდნენ. ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბიზნესმენი გახდეს და „საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გაქრობაში“ თავისი წვლილი შეიტანოს.
|