აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ: გააკეთე შემოწირულობა სხვის სახელზე
ერეკლეს ისტორიკოსობა გადაუწყვეტია! სკოლაში განსაკუთრებული სიამოვნებით ისტორიას, ინგლისურსა და ქართულს სწავლობს, ქიმია კი ყველაზე ნაკლებად მოსწონს. როგორც გვითხრა, მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ბევრს ვარჯიშობს.
მანანა გატაცებულია ქართულითა და ისტორიით. ახალი კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან უხარია: „მექნება წვდომა სკოლის ახლანდელ პროგრამებთან; ასევე მექნება შესაძლებლობა, ვისწავლო სხვადასხვა საგნები და უცხო ენები.“
ნინოს გადაწყვეტილი აქვს, იურისტი გამოვიდეს. სკოლაშიც ყველაზე დიდი სიამოვნებით ჰუმანიტარულ საგნებს სწავლობს. ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად გორში ჩააბარებს. „ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სწავლას ვუთმობ, რათა მომავალში ვიყო წარმატებული.“
კოტეს სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენისა და ისტორიის სწავლა უყვარს. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, თუმცა ინტერნეტის დახმარებით ონლაინ სწავლის გაგრძელებას ფიქრობს.
ანას სურს, ლაბორანტი გახდეს და უნივერსიტეტში სწავლს სწორედ ამ კუთხით აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა. მისი თქმით, ინტერნეტს გამოიყებს სწავლისთვის, რომ ბევრი ახალი საინტერესო ინფორმაცია გაიგოს.
მარიამს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და ისტორია უყვარს. ჯერ მომავალი პროფესია ბოლომდე არ გადაუწყვეტია, თუმცა მასწავლებლობაზე ფიქრობს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ფილმების ყურება უყვარს.
გიორგი ისტორიით არის დაინტერესებული და გადაწყვეტილი აქვს, ისტორიკოსი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ისტორიული ფილმების ყურება იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.
თამარს სურს მასწავლებელი გახდეს და გადაწყვეტილი აქვს, გორის უნივერსიტეტში ჩააბაროს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს, თავისუფალ დროს კი კითხვა იტაცებს.
ნათია იურისტობას გეგმავს და სურს, წარმატებული იყოს თავის საქმეში. ჯერ ვერ გადაუწყვეტია რომელ უნივერსიტეტს მინიჭებს უპირატესობას, თუმცა იცის, რომ საკუთარი მსოფლმხედველობა აუცილებლად უფრო მეტად უნდა განავითაროს. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა და ცეკვა.
ენვერს სურს, მასწავლებელი გახდეს. თავისუფალ დროს სპორტით არის დაკავებული. მისი თქმით, ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს. ენვერის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქართულია.
ნინოს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვა. როგორც ამბობს ინტერნეტს დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
მარიამს სურს, იურისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სხვადასხვა სფეროში მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.