დიდი მადლობა, რომ ამ რთულ დროს კვლავ ჩვენთან ერთად ხართ.
მარტის ანგარშს უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმის სიახლეებით დავიწყებთ: ForUkraine.ge-ს შექმნიდან ერთ თვეში მოგროვილი თანხა 140 340 ლარს შეადგენს. გაიგეთ, როგორ გადანაწილდა დონაციები და გაიცანით ორგანიზაციები, რომლებსაც შემოწირული თანხის 100% გადაერიცხათ.
ჩვენი გუნდი აგრძელებს იმერეთში მუშაობას და ახალ რეგიონს, სამცხე-ჯავახეთსაც, ვესტუმრეთ. მარტში 50 მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთავთ ინტერნეტს.
გავესაუბრეთ ჩვენსერთ-ერთ პირველ ბენეფიციარს, 19 წლის თორნიკეს თბილისიდან. 🤗 მისი ჩართვიდან თითქმის 4 წელი გავიდა და ინტერნეტი თორნიკეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლა უკვე პირველ კურსზეა და სამომავლო გეგმების შესახებ თავად მოგიყვებათ:
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით:მარიამი, 19 წლის.
„ვარ აბიტურიენტი და ვერ ვემზადები, მაგრამ იმის მერე, რაც კომპიუტერი მივიღე, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ვისწავლე კომპიუტერის გამოყენება და ინტერნეტის დახმარებით უფასო კურსებს და ტრენინგებს ვესწრები. ვემზადები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. მიყვარს წიგნების კითხვა ონლაინ და მუსიკის მოსმენა.
კიდევ ფილმებს და სხვადასხვა არხებს ვუყურებ, რომ კარგად შევისწავლო უცხო ენები. ვისურვებდი, რომ ყველას ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.“
იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში კიდევ 40-მდეუფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი.