ტრადიციულად, უკვე ჩართულ მოსწავლეზეც უნდა მოგიყვეთ - დღეს 18 წლის ნინოს გაგაცნობთ, რომელსაც ერთდროულად შეფმზარეულობაც სურს და ვიზაჟისტობაც!
ნინო ქარელის სოფელ დირბში ცხოვრობს - „თბილ და მხიარულ გარემოში“. მისი მთავარი ინტერესი ამ ეტაპზე Makeup Art-ია. 🪞 როგორც გვიამბობს, ინტერნეტში სხვადასხვა ვიზაჟისტის ვიდეოებს უყურებს, შემდეგ კი თავის დაზე „ექსპერიმენტებს“ ატარებს! გარდა ამისა, თავისუფალ დროს მუსიკას უსმენს, წიგნებს კითხულობს და ქარგავს კიდეც.
|