მაისი 2021

 
 
გამარჯობა, 

დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ!

ყოველთვიურად მიზნების დასახვა გვჩვევია და შემდეგ ყველანაირად ვცდილობთ მათ მიღწევას.  მაისში გავთამამდით - 68 ახალი მოსწავლე გავიცანით და დავუმეგობრეთ პროექტს! 

 სად აღარ ვიყავით: ქარელის კონფლიქტისპირა სოფლები, ფოთი, ზუგდიდის და აბაშის რაიონის სოფლები... ერთი ტრენინგის ჩატარებაც კი მოვასწარით. 

აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ დროისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
მაისში ველიდან განსაკუთრებით მხიარული ფოტოები ჩამოვიტანეთ:
მაისის ყველა ფოტო
 
კიდევ ერთი ტრენინგი ჩავუტარეთ ჩვენს მოსწავლეებს ქარელიდან. ინფორმაცია მედიაწიგნიერებაზე, ონალაინ და ფინანსურ განათლებაზე მივაწოდეთ და სასარგებლო ონლაინ რესურსებიც გავუზიარეთ.
 

🌎 რა ხდება, როცა მოზარდს ვაძლევთ წვდომას კომპიუტერსა და ინტერნეტზე? 
 2017 წლიდან უკვე 1331 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს მივეცით წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე.

🧐 ჩვენი გუნდი დიდი სიფრთხილით იკვლევს ინტერნეტის გავლენას ჩვენს მოსწავლეებზე, მათ შორის მათ მენტალურ კეთილდღეობაზე.

🤸 კომპიუტერის მიღებიდან 1 წლის შემდეგ მოსწავლეთა 30% თავს უფრო მშვიდად გრძნობს, 38% კი უფრო იშვიათადაა აღლევებული.

🧐 იხილეთ სრული კვლევა
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით 
გიორგი, 18 წლის.
 

„სანამ ინტერნეტი მექნებოდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერ ვსწავლობდი, როგორც ახლა ვსწავლობ.

მე ძალიან მიტაცებს სწავლა, ვერთობი სწავლით. ვკითხულობ ძალიან ბევრ წიგნს და ვუყურებ დეტექტიურ კინოებს. ინტერნეტი ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება. ინტერნეტით, ასევე, ვგეგმავ სამოგზაურო ადგილებს.

სწავლას ვაპირებ უნივერსიტეტში და ასევე, სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ საზღვარგარეთაც. მომავლისთვის ძალიან კარგად ვემზადები, არ ვუშინდები არცერთ დაბრკოლებას, კონკურენციას და ინტერნეტი ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება.“

 
კიდევ 100-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. გადადით ლინკზე https://charte.ge/ge/donate

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 🎁

ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram

საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com