მაისი 2022

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 

მადლობა გულშემატკივრობისთვის.

მაისი საინტერესო მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე თვე იყო. იმერეთში და სამცხე-ჯავახეთში კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ახალი რეგიონიც დავიწყეთ! მაისის დასაწყისში მაღალმთიან აჭარას ვესტუმრეთ და დიდებული ბუნებით და სტუმართმოყვარე ოჯახებით აღფრთოვანებულები დავბრუნდით.

 
 აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ჩვენი 48 ახალი მოსწავლე აჭარიდან და სამცხე-ჯავახეთიდან:
 
მაისის ყველა ფოტო
 
ამ თვეში ჩართე 5 წლის გახდა! ჩვენს დონორებს ვკითხეთ, რატომ გვიჭერენ მხარს და დაბადების დღე მოკლე ვიდეოთი აღვნიშნეთ.
გააზიარეთ ვიდეო
 
სანამ ტრადიციულად უკვე ჩართული მოსწავლეების ისტორიებს გაგაცნობთ, იმასაც გახარებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტრენინგის ჩატარებაც მოვახერხეთ!

ჩვენს მოსწავლეებს გურიიდან რაზე აღარ ვესაუბრეთ: მედიაწიგნიერება, ფინანსური და ონლაინ განათლება, მხიარული სავარჯიშოებიც გავაკეთეთ და მიღებული ცოდნა გავამყარეთ.
ტრენინგის ჩატარება და მოსწავლეების უკეთ გაცნობა ყოველთვის განსაკუთრებულად გვიხარია.
 
ბავშვობაში თქვენც ოცნებობდით მეზღვაურობაზე? წარმოიდგენდით როგორ მიაპობს თქვენი გემი ხან ბობოქარ ტალღებს, ხანაც კი მშვიდ ოკეანეში მილივლივებს? გიფიქრიათ როგორია ცხოვრება, როცა შენი ყოველდღიურობა ხან საზღვაოსნო ფუსფუსს, ხანაც კი ახალ-ახალი ქალაქების, პორტების, კულტურების, ხალხის გაცნობას მოიცავს?

დღეს ლაშას გაგაცნობთ - ბიჭს, რომელსაც არამხოლოდ უოცნებია მეზღვაურის ცხოვრებაზე, არამედ დეტალურად აქვს ნაფიქრი, როგორ აქციოს ბევრის ბავშვობის ფანტაზია რეალობად.

ლაშა ქობულეთში დაიბადა და გაიზარდა და ახლა სკოლის დამთავრებისთვის და საზღვაო აკადემიაში გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. მისი მომავლის გეგმების ინსპირაციას ინტერნეტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ - ეს ოცნება ზღვის, მეზღვაური მეგობრების და ნათესავების შემხვედვარეს გაუჩნდა, თუმცა ინტერნეტი ოცნების ასრულებაში ეხმარება. ინფორმაციის მოძიება, გამოცდებისთვის მომზადება, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება - ყველა ის ნაბიჯი, რაც მეზღვაურობამდე აშორებს, კომპიუტერის საშუალებით აქვს შესასრულებელი. ლაშაც მონდომებით ეკიდება ამ მისიას - აკადემიის გზაზე მიმავალს, ინტერნეტი ნავიგაციაში ეხმარება, კომპასის მაგივრობას კი ფანჯრიდან დანახული ზღვა და მეზღვაურობის ოცნება უწევს.

როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: ირმა კასპიდან, 16 წლის.


კომპიუტერის არქონამდე დამოკიდებული ვიყავი  მხოლოდ წიგნის ინფორმაციაზე, ახლა კი შემიძლია მეტი მოვიძიო. ამასთან ერთად, რაც მეტი ვიცი, მით მიღრმავდება თავდაჯერებულობა.
 
 
აჭარაში, იმერეთსა და აჭარაში კიდევ 100-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. გადადით ლინკზე https://charte.ge/ge/donate

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 🎁

ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram

საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com