მაისი 2023

 
 
გამარჯობა, 
მადლობა ინტერესისთვის.


ბოდიშს გიხდით დაგვიანებული გამჭვირვალობის ანგარიშისთვის. თუმცა საპატიო მიზეზი გვაქვს - ,,ჩართეს" 6 წლის დაბადების დღე ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად აღვნიშნეთ! 

ტრადიციულად, გასული თვის მიღწევებზე მოგიყვებით. მაისში თქვენი მხარდაჭერით კვლავ იმერეთს ვესტუმრეთ და ხარაგაულში 17 მოსწავლემდე მივიტანეთ კომპიუტერი. უფროსკლასელებს ინტერნეტიც ჩავურთეთ და სასარგებლო რესურსებიც გავუზიარეთ.

 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით გასულ თვეს ჩართული მოსწავლეები ხარაგაულიდან:
 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დონორ ნიკოლოზ ალავიძეს, რომელმაც საკუთარი მანქანით დაგვიმგზავრა!
მაისის ყველა ფოტო
 
მაისში გამჭვირვალობის კვარტალური ანგარიში პირდაპირ ეთერში წარმოვადგინეთ.
სექტემბრის Facebook Live-სთვის მეტ  საინტერესო ამბავს შევაგროვებთ.
 
ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ონლაინ-სემინარის ჩასატარებლად ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მოვიწვიეთ. ნახეთ ვიდეო-ჩანაწერი.
 
ახლა კი გაიცანით 18 წლის თორნიკე იმერეთიდან - მომავალი მეფუტკრე!

თორნიკე ხარაგაულის სოფელ საქარქედში ცხოვრობს. ბოლო ზარი სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა და ,,ახალ ცხოვრებას” იწყებს. მისი მთავარი გატაცება ახლა მეფუტკრეობაა და გადაწყვიტა სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელოს - პროფესიულ კოლეჯში ჩააბაროს და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებზეც შეიძინოს ცოდნა.
 

მისი ჰობი რაგბია - თამაშიც და ყურებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ის ფაქტი ახარებს, რომ ინტერნეტით ნებისმიერი მატჩის ნახვა შეუძლია.
 

როგორც თვითონ გვიყვება, კომპიუტერი ,,გარესამყაროსგან მოწყვეტილი თვალსაწიერის გაფართოებასა” და თვითგანვითარებაში დაეხმარა. თან ახალი მეგობრებიც შეიძინა სოციალური ქსელებით. დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ადაპტაციისთვის. 

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: 
მარიამი ქედადან, 16 წლის.
მინდა სტილისტი გამოვიდე და კომპიუტერში ვუყურებ ხოლმე ესა თუ ის ვარცხნილობა როგორ კეთდება, ჩემი მომავალი პროფესიისთვის მაქსიმალურად ვემზადები. ინტერნეტი კი ყველაფრის უკეთ გაგებასა და პრეზენტაციების მომზადებაში მეხმარება.
 

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

ჩართეთ
 
მაღალმთიან აჭარასა და იმერეთში კიდევ 120-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]